კაკაბაძე: ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ მეორე ვარჯიში ჩაატარა, ჩვენი გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ კი სფფ-ის საიტთან შემდეგი განაცხადა:

"სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ.

ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა პანდევი ყოველი ბურთის შეხებისას აფერისტულად ძირს ვარდება და მეშინია პენალი არ აგვკიდოს მაგ მსაჯის ხელში.
david gurgenidze
11 ნოემბერი 2020 16:57
0
როცა შენ კარში გაუგონარ და აბსურდულ პენალტს ნიშნავენ როგორ მოიგებ? რომ არა მოგონილი პენალტი, გააზრებული შეტევაც კი არ გაუკეთებია მაკედონიას.
დიდი-ს
11 ნოემბერი 2020 10:37
0
ამ ბანძებსაც თუ ვერ უგებ მაშინ რა გვინდა ევროპაზე.
ცალი ფეხით უნდა უგებდეთ ამათ ყველანაირი კითხვის ნიშნების გარეშე და თუ რამე პრობლემა შეიქმნა მთლიანად ვაისის და სამწვრთნელო შტაბის ბრალი იქნება.
სწორი შემადგენლობით და სტრატეგიით რა უნდა დაგვიპირისპიროს მაკედონიამ არც ვიცი. კვარაცხელიას, დავითაშვილის, კანკავას, შენგელიას, კაკაბაძის, აბურჯანიას (რათქმაუნდა თუ დააყენა ვაისამ ეს ხალხი რაშიც ეჭვი მეპარება) როგორ უნდა გაუძლოს ამ უკლასო მაკედონიამ არც ვიცი. 3-0 ვიგებთ თუ კიდევ ვამბობ ვაისმა გაბედა და დააყენა სწორი შემადგენლობა
las
11 ნოემბერი 2020 09:03
18
ფეხბურთს აღარ უყურო, საერთოდ ვერ ერკვევი და სისიულელეებს წერ მერე გგონია რომ მაგარი მოზგი ხარ და სიბრძნეებს წერ მარა არაა ეგრე დამიჯერე.
kiku
11 ნოემბერი 2020 11:15
0
არ გინდა ეს ბაქი-ბუქი, ორი დან ათკაციან გუნდს ერთი ვერ მოიგეთ , უკეთესი რანაირად ვართ ?
დიდი
11 ნოემბერი 2020 08:09
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული