ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

კაკაბაძე: ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ მეორე ვარჯიში ჩაატარა, ჩვენი გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ კი სფფ-ის საიტთან შემდეგი განაცხადა:

"სამწუხაროა, რომ გულშემატკივარი არ იქნება ტრიბუნაზე, მაგრამ მათ მხარდაჭერას ნამდვილად ვგრძნობთ. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ორჯერ ვეთამაშეთ და მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, რომ ამ თამაშზე კიდევ უფრო განსაკუთრებული განწყობით გავალთ. ეს ფინალია და ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიაზე უკეთესი ნაკრები გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცოთ.

ყველა ჩვენგანის კარიერაში ეს ყველაზე გამორჩეული თამაში იქნება. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულოთ".

ასევე დაგაინტერესებთ