ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ანგელოვსკი: ვაისის გამოცდილება საქართველოს ნაკრებს უპირატესობას არ ანიჭებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ისაუბრა:

"2 თვის შემდეგ ისევ აქ ვართ. ჩამოსული ფეხბურთელები მწყობრში არიან და ვნახოთ, ხვალ ვინ ითამაშებს.

ვაისს პატივს ვცემ, კარგი სამუშაო გასწია საქართველოში, თუმცა იგივე გავაკეთეთ ჩვენ, ფინალში ვართ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მისი გამოცდილება უპირატესობას საქართველოს ნაკრებს ანიჭებს.

ხვალისთვის ორივე გუნდი ტაქტიკურად მზად იქნება და ორივე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ორივე ნაკრები იცნობს ერთმანეთს".

ასევე დაგაინტერესებთ