ხვიჩა "რუბინში" არ დაინფიცირებულა - ამტკიცებს კლუბის გენდირექტორი

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ განცხადება ფეხბურთელის კლუბის, "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკეთა:

"ამასთან დაკავშირებით ჯერ არავის დავლაპარაკებივარ. მე მივლინებაში ვარ და ახლა აეროპორტში ვიმყოფები.

ვირუსთან დაკავშირებით "რუბინში" საკმაოდ მშვიდი სიტუაციაა. ამიტომ არა მგონია გუნდში დაინფიცირებულიყო", - ციტირებს საიმანოვს "Sport24".

ის კვარაცხელიას საკითხზე აგრეთვე "სპორტ-ექსპრესს" ესაუბრა: "მე თქვენზე მეტი არ ვიცი. ჩვენ სისტემატურად ვაბარებთ ანალიზებს. მას ყველგან უარყოფითი ჰქონდა. საეჭვოც კი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუმცა, სხვა მხრივ, ალბათ,
ყველა მოიხდის ვირუსს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ხვიჩას ნახვა ჩრდილოეთ მაკედონიასთან - საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტ თამაშში".

მკითხველის კომენტარები / 28 /
თუ ვირუსი აქვს. მაშინ როგორ ივარჯიშა გუნდთან ერთად, მაშინ მთელი გუნდი იზოლაციაში უნდა იყოს, როგორს იტალიაში გააკეთეს
გამოვიდეს ფედერაცია და კომპეტენტური პასუხი გასცეს, თუ სად და როდის მოხდა ანალიზის აღება
ჯერ ხომ არ იბრძოლა კობიაშვილმა რომ 10000 კაცი მაინც შეეშვათ, საერთოდ ვინმეს და რამის ინტერესებს იცავს ფედერაცია?
მხოლოდ რიტორიკული სიტყვები გამხნევებაზე, ჩვენ დასაბუთებული პასუხი გვინდა
gasol
14:06 12-11-2020
4
ჰა ამირან, რას უყურებ შე კაცო? საღამომდე კიდე მოასწრებ ერთი ორი წამყვანი მოთამაშის ამოგდებას, გლიჯე ტესტები. თუ უკვე შეასრულე 100%-ით მიღებული დავალება?
გულშემატკივარი
12:56 12-11-2020
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული