ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ განცხადება ფეხბურთელის კლუბის, "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა გააკეთა:
"ამასთან დაკავშირებით ჯერ არავის დავლაპარაკებივარ. მე მივლინებაში ვარ და ახლა აეროპორტში ვიმყოფები.
ვირუსთან დაკავშირებით "რუბინში" საკმაოდ მშვიდი სიტუაციაა. ამიტომ არა მგონია გუნდში დაინფიცირებულიყო", - ციტირებს საიმანოვს "Sport24".
ის კვარაცხელიას საკითხზე აგრეთვე "სპორტ-ექსპრესს" ესაუბრა: "მე თქვენზე მეტი არ ვიცი. ჩვენ სისტემატურად ვაბარებთ ანალიზებს. მას ყველგან უარყოფითი ჰქონდა. საეჭვოც კი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუმცა, სხვა მხრივ, ალბათ,
ყველა მოიხდის ვირუსს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ხვიჩას ნახვა ჩრდილოეთ მაკედონიასთან - საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტ თამაშში".
ჩაკვეტაძეზე მწყდებოდა გული, ამ თამაშს რომ ვერ ითამაშებს და ახლა კვარა დაემატა?
ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. მარა მაინვ მჯერა რომ მოვიგებთ და ევროპაზე კვარაც და ჩაკვეც გაიბრწყინებენ. ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს მაკედონიაზე და გამარჯვებაც ჩვენ დაგვრჩება!