მაკედონიელები ნაკრების ფეხბურთელებს დიდ პრემიებს შეჰპირდნენ

AutoSharing Option
sportmedia.mk წერს, რომ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს საქართველოს დამარცხების სანაცვლოდ საკმაოდ მსუყე პრემიებს შეჰპირდა.

მაკედონიური გამოცემის მიხედვით, ფედერაცია მოთამაშეებისთვის 3 მილიონ ევროს გამოჰყოფს და მატჩში მონაწილე თითოეული მოთამაშე, დაახლოებით, 500 000 ევროს მიიღებს.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის სანაცვლოდ უეფა გუნდებს 9 450 000 ევროს გადასცემს. თუ მაკედონიამ მიიღო ეს თანხა, რაც ჩვენ ძალიან არ გვინდა, დაახლოებით, მესამედს მოთამაშეებს გაუნაწილებენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სირცხვილი... სირცხვილი და კიდევ სირცხვილი... შემზიზღდა საერთოდ ფეხბურთის ხსენება...კაი რააა... სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო...
მართა ლი
00:24 13-11-2020
0
საღოლ მაკედონია, განახათ თუ როგორ უნდა თამაში. გოლი ხომ კლასიკა იყო, დააბრიყვეს მცველები და შეუგორეს ვითომც არაფერი
kiko
23:08 12-11-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული