ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:
"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."
ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.
P.S
შოტლანდიამ გულშემატკივრების გარეშე სტუმრად 120 წუთი იომა სერბეთის წინააღმდეგ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელთა ფეხბურთელები ყველამ იცით სადაც თამაშობენ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელმაც 2 წლის წინ მსოფლიო თასზე იასპარეზა, ეს სერბეთი შოტლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატის მიღმა დატოვეს იმიტომ რომ ი ო მ ე ს ი ო მ ე ს.
გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ კომენტარს.
2.კარგ მწვრთნელად რა პრინციპით მონათლეთ, გუნდი რომ გაიყვანა მსოფლიოზე? ამ პრინციპით ბორა მილუტინოვიჩი ყოფილა ყველაზე დიდი მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში.
3.კაცი ხუთი წელია გეღადავებათ, გახსოვთ მისი - "ნახეთ სად თამაშობენ თქვენი ფეხბურთელები-ო" ამას რომ მწვრთნელი იტყვის აპრიორში დარწმუნებულია, რომ ფეხბურთის გარტყმაში არა ის ხალხი ვისაც ეუბნება და მართალიც გამოდგა, უპასუხეთ რამე? შეარჩინეთ.
4.მართალი იყო ლობანოვსკი როცა ამბობდა "არ არსებობს ფეხბურთი ჟურნალისტიკის გარეშე"-ო და თქვენი ეს პროტესტიც ამის ნათელი დადასტურებაა.