ნიკა გვარამია საქართველოს ნაკრების მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" დირექტორმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს ნაკრების მარცხთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა:

"რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescore-ზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად.

არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგებმა თქვენს ცნობიერებაში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ჰყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი
პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები?

რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) - ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე.

მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები, სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა." - დაწერა გვარამიამ.

მკითხველის კომენტარები / 104 /
ფედერაციის პრეზიდენტი რომ არც გააპროტესტებს ხალხის სტადიონზე არ დაშვებას, ის სასწრაფოდ გასაგდებია. მელიასთანაც წააგო პირველი ტური,მოსაშორებელია მალე
david gurgenidze
21:31 14-11-2020
4
არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები ზემოთმითითებულ პესიმისტურ პათოსს! საქართველოს ყოლია, ყავს და ეყოლება ნიჭიერი თაობა (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე დას სხვა...) მართალია, ბოლოდროინელი მარცხი, უდიდეს იმედგაცრუებასთან და ტკივილთან ასოცირდება, მაგრამ მომავალსაც იმედით უნდა ვუყუროთ! ადეკვატური მრწვრთნელით, მაგალითად "არველაძე" და სწორი მიდგომით, წარმატებებს აუცილებლად მივაღწევთ უფლის წყალობით!
ვახო...
16:49 14-11-2020
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული