ნიკა გვარამია საქართველოს ნაკრების მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" დირექტორმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს ნაკრების მარცხთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა:

"რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescore-ზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად.

არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგებმა თქვენს ცნობიერებაში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ჰყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი
პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები?

რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) - ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე.

მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები, სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა." - დაწერა გვარამიამ.

მკითხველის კომენტარები / 104 /
ფედერაციის პრეზიდენტი რომ არც გააპროტესტებს ხალხის სტადიონზე არ დაშვებას, ის სასწრაფოდ გასაგდებია. მელიასთანაც წააგო პირველი ტური,მოსაშორებელია მალე
david gurgenidze
14 ნოემბერი 2020 21:31
4
არავითარ შემთხვევაში არ ვეთანხმები ზემოთმითითებულ პესიმისტურ პათოსს! საქართველოს ყოლია, ყავს და ეყოლება ნიჭიერი თაობა (კვარაცხელია, ჩაკვეტაძე დას სხვა...) მართალია, ბოლოდროინელი მარცხი, უდიდეს იმედგაცრუებასთან და ტკივილთან ასოცირდება, მაგრამ მომავალსაც იმედით უნდა ვუყუროთ! ადეკვატური მრწვრთნელით, მაგალითად "არველაძე" და სწორი მიდგომით, წარმატებებს აუცილებლად მივაღწევთ უფლის წყალობით!
ვახო...
14 ნოემბერი 2020 16:49
10
რაც ამათ სტადიონები დანგრიეს,რაც ამათ დამატებითი შენობები ჩაჩხირეს და ბავშებს თამაშის საუალება მოუსპეს,ჩავარდნა რომ ექნებოდა ფეხბურთს,გასაკვირია?სპორტის აკადემია რომგააუქმეს და მწვრთნელს აღარავინ მოამზადებდა,კვალიფიციური მწვრთნელების დეფიციტი რომ შეგვექმნებოდა,მოულოდნელი იყო?რაგბის განვითარებაზე რომ ლაპარაკობს,ვისი დახმარებითაც რაგბი გაძლიერდა,იმას დღე და ღამ რომ აგინებენ და მის სიკვდილზე ოცნებობენ,ან კიდევ თბილისის დინამოს რომ პატრონობდა და სხვა უამრავ კარგ საქმეს აფინანსებდა,სისხლის გათეთრებით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსების ჩათვლით და ეს კაცი,საიქიოს რომ გაისტუმრესდა მისი ქონებაც გაწეწეს,ამის გამკეთებლები ლაპარაკობენ?ის ასეული მილიონები,მათ მიერ დანგრეულის აღდგენაზე იხარჯება ჯერჯერობით.ეს ფული სწორედ მათ მიერ არის განადგურებული და ახლა სხვისკენ იშვერენ თითს.ძალიან ბევრი შეიძლება უსაყვედურო ამ მთავრობას,გაამტყუნო,აგინო კიდეც,მაგრამ არა ამათ.არა ნაცებს.ამათ ხმა არ ამოეღებათ.
სოსო
14 ნოემბერი 2020 13:45
7
პირველად ვეთანხმები ამ ხნის მანძილზე ამ ტიპს. მითუმეტეს, იკადრა და სიბილწეების გარეშე გამოთქვა აზრი. მაგრამ... ძალოსნობაო და ლაშა ტალახაძეს რომ ტონა ტალახი მიასხა, თუ ახსოვს მას?
giorgi
14 ნოემბერი 2020 13:16
5
ეს ხო გულზე არავის გვეხატება მაგრამ არის აქ სიმართლის ნაგლეჯი. რა პოლიტიკაცაა ფედერაციაში ის გვაჩვენა 12 ნოემბერს ნაკრებმა და რაც ეს ჯოგი უდგას სათავეში დაწერეთ კომენტარი სად იმწვრთვნელა ამ კაცმა..ვაისმა.. გამართულად? გაუნათლებელი სპორცმენების ჯოგია მართველობაში.. ხალხო თვალი გაახილეთ.. პარლამენტს სპორცმენებით ავსებენ.. რა ესაქმება რაგბისტს ან კალათბურთელს პარლამენტში???! ბიუჯეტის ჭამა! რომელი ეკონომისტები მუჯირი და იაშვილი არიან ან მენეჯერები.. ან მარკეტინგის მაგისტრები რო განვითარებაზე ქონდეთ პრეტენზია?! კალა და მისი კლანბუდე! აი ესაა რეალობა და რო ჩაისვრიან მერე ჩვენი პრივოკაციების ბრალი ყოფილა თურმე.
მედროვეების ბანდა ხართ! კალას თამადობით!
დავით
14 ნოემბერი 2020 12:41
1
ფეხბურთთან დაკავშირებით სრულიად სიმართეს ამბობს ეს კაცი.
კაცი დროზე უნდა მიხვდე იმას რაც შენი არ არის, მაგრამ როცა არ გინდა მიხვედრა ასეა.


ერთი მაგალით უნდა ვთქვა:
სვანეთის გზაზე არის შავი ღელედ წოდებული მონაკვეთი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ზამთარ ზაფხულ პრობლემური იყო. არც ერთი საგზაო ბოლომდე არ აკეთებდა და აგვარებდა პრობლემას. ან რატომ უნდა მოეგვარებინა.
უსასრულო დაფინანსება ბიუჯეტიდან რატომ უნდა შეეწყვიტა.

პარალელი შავ ღელესა და ფეხბურთს შორის ის არის რომ ყველამ იცის რომ ეს პრობლემური თემაა, საკითხი რომლის მოგვარება სინამდვილეშ არავის არ უნდა.
ერთადერთ რისკენაც ყველა მიისწრაფვის არის პირადი შემოსავალი ბიუჯეტიდან.

მე ვფიქრობ ფეხბურთს საერთდ უნდა შეუწყვითოთ დაფინანსება.
დაფიანანსება კი გაუზარდოთ - ნაოსნობას, თოფით სროლას, რაგბს, ჭიდაობის სახეობებს - ზოგადად ისეთ სახეობებს, რაშიც ბუნებრივი ნიჭიც გვაქვს :-)

აბა ასე ამ ფეხბურთის შემყურე, 98 წლის მსოფლიო თასის მერე არ გამიხედია. :-)
ბექა
14 ნოემბერი 2020 11:52
3
სოსო-ს:
ნინო სალუქვაძეს რამდენი ჰყავს მოკლული?!...
buba
15 ნოემბერი 2020 01:35
2
ჰო,თოფის სროლას,აუცილებლად უნდა გავუზარდოთ დაფინანსება.ესვრიან ერთმანეთს და ვერ არტყავენ,ან კიდევ მხოლოდ დაჭრიან.სამარცხვინოა პირდაპირ.ერთი გასროლა,ერთი მოკლული მოქალაქე.აი ეგ არის დონე.
სოსო
14 ნოემბერი 2020 23:33
0
არ ხარ მართალი გვარამია მოეშვი ჩემს ნაკრებს მიხედე პოლიტიკას ცხვირს ნუ ყოფთ ნურც შენ და ვაი ფანები
madridista
14 ნოემბერი 2020 11:22
9
გახსოვდეს რომ ხარ ადამიანი
გრიშა
14 ნოემბერი 2020 07:12
2
ეს კაცი რო დიდი პატრიოტი იყო ვიცოდი მარა ესე თუ უყვარდა ქვეყანა და ნაკრები ვერ ვიფიქრებდი. არადა გულში უხარიათ, ვაი რო გავსულიყავით ევროპაზე ქართულ ოცნებას არ ჩაეწერა ქულები. ხვალ ქვეყანა რო დაინგრეს ამათზე ბედნიერი კაცი არ იქნება. წარმატება კიდე გულს გაუხეთქავს ამ საცოდავებს
huh
14 ნოემბერი 2020 00:35
18
სიმართლეს ამბობს, რას უწუნებთ. ოცნებები დაგემსხვრატ და განტევების ვაცი ჯობია სხვაგან ეძიოთ!
ფიფია
13 ნოემბერი 2020 23:09
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული