შოთა არველაძემ გუშინდელ მარცხზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო. ამ სამწუხარო ფაქტს შოთა არველაძეც გამოეხმაურა.

"ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას სტადიონზე გულშემატკივრის არდაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო.
ვალდებულები ვიყავით ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას.

მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია.

ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს." - წერს შოთა არველაძე საკუთარ "ფეისბუკგვერდზე".

მკითხველის კომენტარები / 25 /
კარგი რა შოთა შენც კოჭს აგორებ, მანამდე გეთქვა ეს ხმამაღლა. როგორ ყველა ერიდებით სიმართლის თქმას, ნუთუ პირადი კეთილდრეობაა მთავარი? მაგალითი მაინც მიეცით ახალ თაობას!
ქომაგი
13 ნოემბერი 2020 18:05
4
100% ვეთანხმები... ამხელა სტადიონზე 10 000 კაცს 3 მეტრიან დისტანციითაც დაჯდებოდა... ზატო კალა, კობი, დემე ..... და ასე შემდეგ ხოშიანად გრძნობდნენ თავს ცარიელ სტადიონზე.... გულშემატკივრები კი ყოველგვარი დისტანცირების გარეშეეე ქუჩიდან ქომაგობდააა. ტფუიიიიი....
Irakli
13 ნოემბერი 2020 14:48
3
გული არ გაიტეხოთ ბიჭებოოო! წინ კიდევ ბევრი ფინალი გვექნება ! და ბევრი გამარჯვება ! დარდი არ შეუშვათ გულებში ! ჩვენ ხო ასეთი თამაშებისთვის გამოუცდელები ვართ. ახლა კი დროა რომ ნამდვილ საქმეს მივხედოთ, მწვრთნელებმა კვალიფიკაცია აიმაღლონ, ფეხბურთელებმა კლასი. ფედერაციამ საარჩევნო პიარს თავი დაანებოს, კობიაშვილმა ან პარლამენტს მიხედოს ან ფედერაციას, უკეთესი იქნება თუ ორივეს თავს დაანებებს. კორუფცია, მექრთამეობა მოვსპოთ და შედეგიც იქნება.
semi
13 ნოემბერი 2020 14:50
11
ცხრაჯერ მაინც დავწერე 10 კაციან მაკედონიას 2-ჯერ ვერ მოვუგეთო. ვინმემ გაითვალისწინა? ჩემი ნათქვამი კია არა, თვითონ ფაქტი? პირიქით სტატისტიკით ვაჯობეთო- ასე ამბობდნენ ჟურნალისტები. ეხლა დამნაშავის პოვნას რა უნდა, აგერ პოლიტიკოსები და აგერ ფედერაცია.
kaira
13 ნოემბერი 2020 16:00
2
ქცბაიაა ფეხბურთის ფედერაცისს პერზიდენტად ყოფლთვის სიმრთლეს ამბობდა და ყოვლთვის ამბობდა იმას თუ რა მძღნერშიც ვართ და ოქროში გვონია თავიიიიიიიი გულნატკენი ვართ ყველაა და ძალინ გვტკივა ნაკრების წაგება ვიცით რო ბიჭებიც ძალიან განცდიან ვიცი რომ ბევრი ფაქტორის გამო დავმრცხდით მაგრამ არფერი მთვარდებააა მაინც მინდა რომ ჩემი აზრი დავფქსირო რომ კვარა და ჩაკვე გვაკლდა ამ თამაში და კიდევ უსმართლობა იყო როცა ეს თამაში წაგვართვეს გულშემტკივარს ოცნების თამაში საოცნებო მატჩი ყველსთვის და ყველა გერთ იყო ზოგი სახლში და ყველას ცრემლი სდიოდა და ამდროს უსმართლობა არის როცა ხედავ თბილისის მერსს ოცნების პარტისს წვრებს სტადიონზე და მათ შვილებს და ახლობლებს ძალინ უსმართლობააა მარტო ჩვენ არა ბიჭებსაც წაართვეს გამარჯვება რადგან გულშემტკივარი სხვა მუხტს შესძენდააა გუნდსსს დავმარცხდით იმიტომ კი არა რომ ვიმსხრებდით არამედ იმიტომ რომ მტელი რიგი შეცდომები იყოო გასგებია რო ცოტა უღბლობაც თან გვვსდევდა მაგრამ უფლება უნდა მოცათ რო ჩვენ ბიჭებთან გვერდში ვყოფიყავით და ერთად განვეცადე ის წაგება იქნებოდა თუ მოგებაა არ ვიმსხრებდით ამ მარცს არც ფეხბურთელები და არც ჩვენ ვერ ვიტყვით რომ მათ არ უნდოდათ როგორც ჩვეენ გვინდოდა ისე უნდოდათ მატაც გამრჯვება უბრალოდ როგორც აღმოჩნდა მარტო ფეხბურთელებაა გაკეტეს ყვლფერი რო მოგოთ დარჩენება კი არფერიიიიიიიიი ესაა და ეს გული მტკივაა როცა ვნახულობ როგორ აღნიშნავენ მაკედონიელები გამარჯვებას რომლსაც არ იმსხურებდნენ
giorgi
13 ნოემბერი 2020 14:41
2
აი პროფესიონალის სერიოზული დასკვნა. რატომ არ გვყავს არცერთი ყოფილი პროფესიანალი ფეხბურთელი ჟურნალისტი ან კომენტატორი?
mmm
13 ნოემბერი 2020 15:51
1
გუშინდელ თამაშზე მინდა ვთქვა რომ პირველ რიგში ეს თამაში ვაისმა წააგო საქართველოს ნაკრებზე არაფრით გამორჩეულ გუნდდთან გეტყვით რატომაც, გუნდს რო ვერ წაუა თამაში მწვრთნელი მაყურებლის როლში არ უნდა იყოს და შეცვლები მე-80 წუთზე და 92-წუთზე არ უნდა გააკეთოს, პირველ ტაიმშივე ეტყობოდა გუნდს რო თამაში არ მიდიოდა, მეორეში ხო საერთოდ, რას უყურებდა მთელი თამაშის განმავლობაში ჩემთვის და ბევრი გულშემატკივრისთვის გუგებარია, არ მყავდაო გასაძლიერებლად ფეხბურთელებიო ვინმე იტყვის რო ხოჭოლავა და იგივე ტაბიძე დაცვის ცენტრში კვირკველია-კაშიას დუეტს არ აჯობებდნენ რადგან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ თავიანთ გუნდებში, კაშია კი 1-წელია არ თამაშობს და ბევრ შეცდომებს უშვებდა ასევე კვირკველია რომელიც ფორმაში აშკარად არ არის და მოსკოვის ლოკომოტივიდან მაგიტომაც გაუშვეს.ნახევარდაცვაში იყო უკეთესი რესურსი დავითაშვილი საბა ლობჟანიძის სახით რომელიც ძალიან სწრაფია და ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, ამდენი ფეხბურთელების არ ყოფნაში ძირითადში თუ არა მეორე ტაიმი როგორც დაიწყო მაშინვე უნდა გამოეყვანა ესენი.გვილია საერთოდ ამოვარდნილი იყო გუშინდელ მატჩში,ასევე ყაზაიშვილი რომელიც რაც უფრო მალე წამოვა ამერიკიდან მისთვის და ნაკრებისთვის იქნება კარგი, მას შეუძლია ბევრად მაღალ დონეზე თამაში და ეს არა ერთხელ გაუკეთებია.თავდასხმაზე მინდა ვთქვა ქვილითაია დღეს დღეობით 10 თავით მაღლა დგას ვიდრე კაჭარავა,რადგან ქვილითაიას მუდმივი სათამაშო დრო აქვს ანოორთოსისში, კაჭარავასგან განსხვავებით ლეხში რომელსაც ბოლო 5 წუთს ათამაშებენ ხოლმე,ამიტომ ვიძახი რო ეს თამაში ვაისმა წააგოთქო.შოთა არველაძე ნაკრების მწვრთნელად კარგი იქნებოდა ადრეც ვიძახოდი ამას.ამათ ქართველი მწვრთნელი ჭირდებათ ახლა,რომელიც მენტალურად და ემოციურად კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს.
ziko
13 ნოემბერი 2020 15:42
2
ჩაუტარეთ ხვიჩას ახალი ტესტი. არ არის ავად!
ქ. გ.
13 ნოემბერი 2020 15:25
2
არასდროს არ მითქვამს ვაისზე ცუდი, ასეა თუ ისეა ამ თამაშამდე მოვედით, მაგრამ შეცვლას რო არ აკეთებ 0-1 ზე თითქმის თამაშის ბოლომდე(თან აგებ) რას მივაწერო არ ვიცი. თან ფორვარდი(კაჭარავა) რო ვერ თამაშობს, ზივზივაძე განაცხადში მაინც რატო არ ყავდა? კვარა და შენგელია რო დაინფიცირდნენ, ხო შეიძლებოდა ყველა ფებურთელი მაქსიმსლურად დაცული ყოფილიყვნენ? ეს ტესტი კიდე არ ვიცი რა ჯანდაბაა, დღეს წავიკითხე ილონ მასკმა 4 ტესტი გავიკეთე 1 დღეშიო და 2 მა დამიდასტურა კოვიდი, 2 მა არაო. არ შეიძლებოდა ამ ბიჭებისთვის დამატებით ტესტის გაკეთება ეგრევე რო გამოაცხადეს კოვიდი აქვთ და ვერ ითამაშებენო
ბექა
13 ნოემბერი 2020 16:38
0
ბარემ ისიც თქბი რომ გაყიდეს თამაში
Gio
13 ნოემბერი 2020 15:13
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული