ყველა გულწრფელი კრიტიკის ავტორს ბოდიშს ვუხდი - კახი კალაძე

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას
იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, "ჩაწყობა", "ჩინოვნიკობა" ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო ბევრმა ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!" - დაწერა კახიმ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 63 /
ბოდიშს მივიღებთ თუ "გაგვიპრავებ" თამაშს რა სტატუსით ესწრებოდა ყლიფონა კობახიძე
თამაზი
13 ნოემბერი 2020 18:11
3
კახი ერთხელ მაინც იკაცე და გაეცი ამ კითხვას პასუხი.
ზურა
14 ნოემბერი 2020 08:30
0
კახი ამ კითხვას უპასუხე. გელოდებით. ეგ ხოლო "დასჯილია"გავრილოვის გამო.
გია
13 ნოემბერი 2020 22:45
1
ყველა გამოხმაურება
... იცი რას გეტყვი, გუშინ ათასობით ფეხბურთზე გულანთებული ბავშვი უყურებდა ამ თამაშს!!! შენი თავი გაიხსენე ამ ასაკში!!! ამ ბავშვებს ძალიან უნდოდათ ამ თამაშზე დასწრება, მაგრამ მშობლებმა აუხსნეს დღევნდელი მდგიმარეობა, რომ თამაშზე დასწრება ეპიდემსიტუაციის გამო აკრძალულია!!! ამ დროს ეს ბავშვები ხედავენ, რომ მათი თანასწორი თამაშს ესწრება!!! როგორ უნდა აუხსნას მშობელმა მათ თუ რატომ მოხდა ასე!!! ცუდად გამოგივდა ძალიან!!! ალბათ სკოლაში არ წაგიკითხავს: მამამ ვანოს გემი უყიდა, გიგას მამა არ ყავდა ... და როგორ მოიქცა ვანო!!! გირჩევ წაიკითხე და ბავშვებსაც წაუკითხე!!!ეს როგორ გააკეთე მიკვირს, შვილებს რა მაგალითს აძლევ??!!!
დათო
13 ნოემბერი 2020 18:09
0
Am saqcielma gvanaxa yvelas ra nagavad gvtvlis yvela Qartvels,da tavis shvilsac amas ascavlis.
David emigranti
13 ნოემბერი 2020 18:45
1
Daimaxsovre rasac getyvi yvela qartveli magivrad. Mova is dro roca chveni shvilebi shens shvils mostxoven pasuxs. Bavshvi ra bralia tu mama yavs mogalate? Ra bralia da sheni magalitit zrdi mogalates.ogond chveni shvilebi upro metni arian da moucevs pasuxs gacema, SHENI UTVINO DA UPATIVISMCEMLO SAQCIELIS GAMO.
David
13 ნოემბერი 2020 18:03
5
კახა არ გრცხვენია, სხვა სამყაროსი ცხოვრობ? ნუთუ ასე დაშორდი ხალხს და გულშემატკივარს? გახსოვდეს დრონი მეფობენ და არა მეფენი. კერპთაყვანისცემაც კარგა ხანია დასრულდა.
შვილები, რომ გეზრდება რას ეტყვი, როცა გაანალიზებენ შენს საქციელს? ის მაინც ნუ გავიწყდება, როგორ გედგა გვერდით საქართველო შენი ძმის დროს!
ქომაგი
13 ნოემბერი 2020 18:00
0
Samcuxarod chemo dzmao, eg daavicyda. Eg kargi gaixsene.Mova chveni shvilebi droc
David
13 ნოემბერი 2020 18:32
0
არა მე ერთი რამ მაკნტერესებს. რის ხარჯზე პირდება დაჯარიმებულს რომ პრობლემა არ შეექმნება? ჩაუწყობს და გააუქმებინებს? ეს ნიშნავს რომ მე ვარ კანონი და როგორც ვიტყვი ისე იქნებაო. თუ სამართლიანად მოითხოვს და ასევე სამართლიანად გაუქმდება, მაშინ გამოდის რომ პოლიციამ დაწერა კანონდარღვევით. შერჩევითი სამართალი და ძალაუფლების ხარჯზე ქულების დაწერა. ალბათ მართლა გაუუქმებენ მაგ ჯარიმას, მაგრამ კალაძე რის ხარჯზე პირდება ამას ვერ ვხვდები.
David
13 ნოემბერი 2020 17:50
0
თვითონ აპირებს ალბათ რომ გადაუხადოს...
buba
13 ნოემბერი 2020 20:40
5
Qartvelebis kargi tviseba gagvachnia, CHVEN GVAXSOVS YVELAPERI. AMAS ARAZDROS DAGIVICYEBT, SHENI DA KOBIASH ILIS REPUTACIA SHELAXULIA. KOCNET EXLA ERTMANETS GRDZILEBSHI
David
13 ნოემბერი 2020 17:45
0
ე.ი შენ რომ ფეხბურთელი იყავი და მე უბრალო გლეხი ვარ მაგიტომ შენ გაქვს უფლება და მე არააა? შენი კი არ დაუშვი შეცდომა "პატარა გაუთვალისწინებელი" მამაშენმა დაუშვა შეცდომა შენი გაჩენისთვის, შენ გუშინ ყველა გლეხი გულშემატკივარი დაჩაგრე და დღეს საკუთარი პირით აღიარებ რომ თავზე და....ვი, წადით სახლში და შეეშვით ხალხის გამწარებას და თავზე დაჯდომას რომ ბოლოს გლეხს ამოუა ყელში და ლინჩის წესით გაგასამართლებენ.
roma bejanidze
13 ნოემბერი 2020 17:42
3
წადი შენიი.
Status quo
13 ნოემბერი 2020 17:38
2
ბარო კარლოევიჩ. რავა ხარ შე ძველო?
დინამოელი
13 ნოემბერი 2020 17:36
2
აქ იმაზე კი არ არის საუბარი და წყენა, რატომ იყვნენ იქ რომ იყვნენ ისინი, არამედ ასეთ ბრძოლაში 10 000 გიჟი ქართველი 1 გოლს მაინც გაატანინებდა გუნდს! შტურმს მაინც მოუწყობდნენ 10 წუთიანს და ეგებ... ასეთი ომისთვის კი უნდა შეეწუხებინათ თავი და მე-12 ფეხბურთელი უნდა დასწრებოდა თამაშს. ეს ჩემი სუბიექტური აზრიცაა და (არაობიექტურმა ოცნებამ კი წუხელ არ დამაძინა სიმწრისგან) და დამდგარი რეალობა...
პაატა
13 ნოემბერი 2020 17:34
1

სიახლეები პოპულარული