ყველა გულწრფელი კრიტიკის ავტორს ბოდიშს ვუხდი - კახი კალაძე

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს.

გუშინ ერთ-ერთი ასეთი გულანთებული ადამიანი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე დაჯარიმდა, რამაც ადამიანების გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია. ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას
იმსახურებს და ჩემი აზრით, ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას.

სტადიონზე ვიმყოფებოდი ჩემი განვლილი ცხოვრებიდან და საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე და არა როგორც პოლიტიკოსი ან ქალაქის მერი. ეს არ იყო არც რაიმე სახის პრივილეგია, "ჩაწყობა", "ჩინოვნიკობა" ან რამე უკანონო ქმედება. უეფასგან და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მივიღე მოსაწვევი, როგორიც ყველა სხვა მატჩზეც მომდის ხოლმე. ეს მოსაწვევი დამატებით სამი პირის თანხლების უფლებას მაძლევდა.უცნაური ის იქნებოდა, მე და სხვა ვეტერანი ფეხბურთელები ბიჭების გვერდში რომ არ ვმდგარიყავით ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში.

აქვე, მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დაწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე.

ალბათ, მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე სამწუხაროდ ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო ბევრმა ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევო ნაკრების ბიჭები და გულშემატკივარი. მჯერა, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის გულშემატკივრობით დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!" - დაწერა კახიმ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 63 /
სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთის დაფინანსებას არანაირი შედეგი არ მოყვა, მილიონობით ლარი წყალში იყრება, ჩემი და თქვენი ფული, რომელიც შეიძლება უკეთესად დაიხარჯოს და სხვა თუნდაც სპორტის სახეობის დაფინანსებით უკეთესი შედეგი მივიღოთ. ვერც საკლუბო და ვერც სანაკრებო ფეხბურთი ვერ განვითარდა, ფარერების და საშუალო დონის გუნდებთან ვმარცხდებით(კერძო კლუბები სრულიად სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან და თავიანთი ფულის დახარჯვას ერიდებიან) მოყავთ გაურკვეველი წარმოშობის ლეგიონერები და უაზროდ დიდი თანხა იყრება მათ ხელფასებში, რომელსაც შედეგი არ მოაქვს. თუ გაქვთ სურვილი, რომ შევქმნათ პეტიცია და მოვითხოვოთ სახელმწიფოს მხრიდან არ დაფინანსდეს ფეხბურთი, გთხოვთ აღნიშნული პოსტი დაალაიქოთ ან დისლაიქი გააკეთოთ, რადგან გავიგოთ რას ფიქრობთ აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენათ აზრი ექნება აღნიშნული პეტიციის შექმნას.
Anti
13 ნოემბერი 2020 17:28
1
შე დალოცვილო რო წახვედი პოლიტიკაში დარჩენილიყავი ფეხბურთში და რაღაცა გაგეკეთებინა მაგრამ კარიერისტი რომ იქნები ადამიანი!!
kalas
13 ნოემბერი 2020 17:27
0
უეფამ 20 ათას კაცს მისცა მატჩზე დასწრების უფლება და თქვენ, ე.წ. ხელისუფლებამ არ შეუშვით, უბრალოდ იმიტომ, რომ საქმე გაიოლეთ,წესრიგის დაცვით რომ თავი არ აგეტკივებინათ. თვითონ კი მოსხედით იქ. ცხადაძე მარტო იმიტომ გააგდეთ, რომ ძველი ხელისუფლების დანიშნული იყო და ეს გაუგებრობა ვაისი მოათრიეთ, რომელსაც ტაქტიკის შეცვლა არ შეუძლია და არც შემადგენლობის დაყენება. ეს დიდი ხანია გამოჩნდა. მაგრამ თქვენ საერთოდ არაფერი გაინტერესებთ საკუთარი სკამების და კომფორტის გარდა.
არტ
13 ნოემბერი 2020 17:11
2
ხელისუფლებამ ქართველ ხალხზე რევანში აიღო, ხომ ამდენი ფული გვაყარეს თავზე, ცალკე უმუშევრობის, ცალკე კომუნალურების დაფარვა, მაგრამ არჩევზე 40%-ზე მეტს ვერ დააკვდნენ
Irakli
13 ნოემბერი 2020 17:35
2
გუშინ თქვენი სტადიონზე ხალხის არ დაშვებით, მესამე ავტოგოლი გაგვიტანეთ კახი. ამას კი ბოდიში არ შველის. არც ვარ გაბრაზებული იმაზე რომ სტადიონზე იმყოფებდოი. უბრალოდ გული მწყდება, რომ მაშინ როცა სხვაგან არსად არ იცავენ არანაირ სოციალურ დისტანციას, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ხალხი არ დაუშვით სტადიონზე. მე შეიძლება ვერ მომხვდარიყავი, სხვა ხო იქნებოდა ჩვენი ბიჭების გვერდით
ჯიჯი
13 ნოემბერი 2020 17:04
3
შოთამ ისეთი tweet-ები დაწერა 2 წუთის წინ, რომ, ალბათ, ნაკრებს ჩაიბარებს.
ქ. გ.
13 ნოემბერი 2020 17:00
2
...შოთა არ ვიცი მაგრამ...
ქართველ ფეხბურთელებთან მუშაობის და საქართველოში მწვრთნელობით მიღწეულ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ ჭიაბერაშვილი ყველაზე კარგი კანდიდატურა იქნებოდა!!!...
buba
13 ნოემბერი 2020 20:50
6
ვერაფერს ვეღარ მიაღწევთ , არანაირი მომავალი არ გვაქვს ... და არც ვიმსახურებთ რა ქვეყანა ვართ საერთოდ , რუსეთის მონები ვართ ... ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ვერ ვქმნით უკიდურესი გაჭირვებაა და ამისთვის შენ კახი არაფერს არ აკეთებ ... რუსეთი რატომ ვახსენე ? ანაკლიის პორტის გამო მოგიხაზეს და შეწყვიტეთ ეგრევე ... ეხლა ხაზარაძეს აბრალებთ რათაცეებს კაი ვთქვათ ხაზარაძემ ვერ გაქაჩა შენ დაასრულე თუ მაგრები ხართ მაგრამ არაფერს არ აკეთებთ არც ფეხბურთისთვის და არც ქვეყნისთვის ... პანდევს რო კორონა ქონოდა გგონიათ ვინმე გაგვიმხელდა მაგას ? ? დაგემალათ კვარას კორონა და მოგებული იყო თანაში ვისთან წავაგეთ პროსტა არაფერ ნაკრებთ ...
bejo
13 ნოემბერი 2020 17:00
11
უბრალოდაა საქმე. არ გაუმართლად ქართველებს.
ის ვინც ერთა თასში, ჯგუფურ ეტაპზე ლიდერი იყო და განგებამ "გამარჯვების გასაღები" ჩააბარა, ჯგუფური თამაშების დამთავრების შემდგომ ტრამვა მიიღო და დღემდე მკურნალობს.
შემდეგ ეტაპზე, ბელარუსი და მერმისის ერთალიგის ჯგუფურ ეტაპისთვის ახალი ლიდერი გვერგო ქართველებს და ახალი "გამარჯვების გასაღების" მატარებელი, უფრო უკეთესი მე თუ მკითხავთ და ის კი კორონა ვირუსმა გაგვინეიტრალა ამ გადამწყვეტ თამაშზე.
იმედი მაქვს გამიგებთ, საქართველოს კი არა, ნებისმიერ, ფეხბურთის წამყვან ქვეყანას ჩააგდებდა სინანულის განწყობაში, ორი წამყვანი ფეხბურთელის არ ყოფნა, რომლებსაც ძალუძთ და დაამტკიცეს კიდევაც, რომ ისინი არიან გუნდში ის ლიდერები, ვისაც ხელთ უპყრიათ "გამარჯვების გასაღები".
თორემ კაჭარავასი, გვილიასი, ყაზაიშვილის, ნათამაშევი არ გაიშვას სადმე....

Sapienti Sat
13 ნოემბერი 2020 16:58
6
Bla Bla Bla
David
13 ნოემბერი 2020 16:57
0
ლამაზი ტექსტით მოხდილი ბოდიშია...
თუ გულწრფელი ხარ და არა პრ მრჩევლის დაწერილი ტექსტია კიდევ ჰო... მაგრამ მეორე რომ გვგონია?!
თუმცა პრობლემა ისაა, რომ ემოციურია თუ არა ემოციური დღე ხალხზე ფიქრი სულ არ გინდათ :(
რა გუშინ გაიგეთ რომ ლოჟაში ადგილი გექმებოდათ, თუ გუშინ გაიგეთ რომ 22:00-ს მერე მოძრაობაზე შეზღუდვაა?
დავით
13 ნოემბერი 2020 16:54
0
ეს ტლუ კაცი, რითია ამის წირპლიანი შვილები სხვის შვილებზე უკეთესი
Irakli
13 ნოემბერი 2020 16:54
5

სიახლეები პოპულარული