ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ლევან კუტალია: პოლიტიკურ აქციებზე ხალხის დასწრება შეიძლება, ფეხბურთზე კი - არა

AutoSharing Option
ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ თელ-ავივის "ჰაპოელის" თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"არ მჩვევია პოსტების დაწერა, მაგრამ ვერ მოვითმინე... დავიწყოთ იმით, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთი არავის აინტერესებს, მეასეხარისხოვანი გახადეს ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში, საქართველოში პოლიტიკის, ერთმანეთის ლანძღვის გარდა ვერაფერს ვხედავ.

ასეთი მნიშვნელოვანი ისტორიული თამაშის წინ რომ მაყურებელს გარკვეული რაოდენობით არ დაუშვებ და პოლიტიკურ აქციებზე შეიძლება სავსე ხალხის დასწრება, თურმე არ შეიძლებაო. კარგით რა! დღეს ფეხბურთი საქართველოში არ აინტერესებთ და გვაქვს ის შედეგი, რაც
სახეზე გვაქვს!".

ასევე დაგაინტერესებთ