სალუქვაძე ქეცბაიაზე: "ქსენოფობი და უზრდელია - მის დროს ნაკრები უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"

AutoSharing Option
AUTO PLAY
"იმედის ფსონის" მიმდინარეობისას ლევან სალუქვაძე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.

ვლადიმირ ვაისის გუნდიდან წასვლის შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თემურ ქეცბაიას შესაფერის ვარიანტად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის ნაკრებში უნდა დაბრუნდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სალუქვაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქეცბაია ქსენოფობი და უზრდელია, რომელმაც ჟურნალისტებთან მოქცევა არ იცის.

"ჟურნალისტებთან რომ თურმე მართალია, ეგ არის უზრდელი და უზრდელურად იქცეოდა. ის ჩვეულებრივი ქსენოფობია. "ტო"-ს და რუსული სიტყვის გარეშე წინადადებას ვერ ამბობდა, ნაკრები კი უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა"
- ამბობს სალუქვაძე.

მკითხველის კომენტარები / 61 /
დაეწყო კლიმაქსი ძმასაააა
ჩემი კაი
01 დეკემბერი 2020 16:52
0
შენ ხომ ხარ ზრდილობიანი ყოვლისმცოდნე, ერთი საშუალო დონის ცინიკოსი ჟურნალისტი ხარ.
გიო
24 ნოემბერი 2020 10:00
0
ლევან, უკვე საკმაოდ შორს წახვედი, არანაირი უფლება არ გაქვს ასე ილაპარაკო, უზრდელობა სწორედ ესაა, როგორც შენ იქცევი. შენ კომენტატორი ხარ და ნებისმიერ შემთხვევაში თავშეკავებულობა გმართებს, ქეცბაიას ზრდილობას და უზრდელობას შენზე უფრო კომპეტენტური ადამიანები შეაფასებენ.
ლოლო
23 ნოემბერი 2020 15:55
1
მოდი თუ ძმა ხარ მიხედე რა შენ შენს ტოტალიზატორს და მეტი გავა თუ ნაკლები მაგას.თემურ ქეცბაია პირდაპირი რომ არის და ყველაფერს რომ გეუბნებათ პირდაპირ ეგ არ მოგწონთ სწორედ თქვენ!!!
გეგი
22 ნოემბერი 2020 02:08
3
Samartlianoba da principuloba kargia magram zogjer eg ar shvelis saqmes marto. Lideri da menejeri tuxar gansxvavebuli azris mosmena unda shegezlos.
Milani
21 ნოემბერი 2020 22:28
0
ლევან ადექი და უბრალოდ ბოდიში მოიხადე ამ განცხადებისთვის. შენს გადაცემას 15-20 კაცი უყურებს, თემურა ქეცბაიას აზრს კი მთელი ქვეყანა აფასებს
gulshematkivari
21 ნოემბერი 2020 14:56
2
ეს ბიუჯეტისჭამია ფედერაციის ჩინოვნიკები რა დღეში არიან! სალუქვაძისნაირების დაღუპულია ქართული ფეხბურთი. არაკომფორტულია მაგათთვის ხისტი და პრინციპული მწვრთნელი, "ბულკი" უნდათ, რომ თავის ჭკუაზე ატარონ და მაყუთი გაჭრან..
uuu
20 ნოემბერი 2020 17:32
4
თემურ ქეცბაიამ საქართველოს და შენნაირი უმადური ხალხის სიყვარულიც საქმით დაამტკიცა,მაგრამ შენნაირი არაპროფესიონალები,ჩასაფრებულები და პირში ჩამძვომები,ქვემძრომები ემტერებიან,მე გეუბნები ფეხები ვერ მოჭამოთ! უდიდესი,უგულესი კაცია და ზოგადად "ცუდას რად უნდა მტერობა".. !
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
18 ნოემბერი 2020 21:06
9
ჩემი აზრი დავწერე მარა დაიბლოკა!/ მოკლედ ვეტყვი ამ კაცს! რაღაცეებს სწორს იძახი მაგარამ , ქეცბაიაზე უზრდელიაო რო იძახი და ილანძღები არ ხარ მართალი! ყველამ ვიცით რო თაობის ცვლა იყო გუნდში და არ იყო ღირსეული შემცვლელები , დღემდე წყალწაღებულ გუნდებში თამაშობენ ბიჭები, მთელი ამ 10 წლის განმავლობაში ორი ტალანტი გამოჩნდა და ორივე გამოგვაკლდა, თან ისე რო ამათ ერთად არცერთხელ არ უთამაშიათ ნაკრებში 90 წუთი! მაშინ მინაშვილსაც და შენც სწორად დაგახურათ თავზე! იმიტომ რო შერჩევითი კრიტიკა გქონდათ სუყველას! და შენ სხვის კაცობაზე რო ლაპარაკობ, შენ რა დროს იყავი ფედერაციში? აღარ გახსოოვს? ერთი აგური დადე მაინც ქართულ ფეხბურთში? ვალები დატოვეთ და ვერაფერი მიამატეთ, გამოდიხარ და ლაპარაკობ მართალი კაცივით! ახალკაცი როგორ არაკაცურად , არასწორად მოვიდა პრეზიდენტად აღარ გახსოოვს? ნემსაძეს არჩეულ პრეზიდენტს რა არაკაცურად მოექცნენ! და შენ იმ არაკეცბთან ერთად მუშაობა დაიწყო, არასამართლინად მოსულ კაცს გვერდში დაუდექი! მაშინ არ გქონდა პროტესტის გქრძნობაა? თუ როგორ არის ეგ ამბავი? სანამ სხვაზე რამეს იტყვი ჯერ შენ საქცუელზე დაფიქრდი! ხალხს ამნეზია არ ჭირს!!!
Vasili
18 ნოემბერი 2020 13:25
3
ქეცბაიას თავი ყოველთვის მართალი გონია და შენიშვნებზე ეგრევე შეურაცყოფებზე გადადის.ინტელექტი აქვს დაბალი ხოლო ნაკრებში როგორი მწვრთვნელიც არის უკვე ვნახეთ.არც სილქნედის კომენტატორები უქნიან ღმერთს.გაქანებულ თამაშის დროს პ\ინტერნეტიდან ამოწერილ ისტორიწებს ყვებიან.რაც შეეხება მწვრთვნელს მაინც ცხადაძეს ვისურვებდი მაგრამ არამზადა ,მექრთამე კალაძეს ხელის ბიჭები ურჩევნია.
თემო
18 ნოემბერი 2020 13:05
10

სიახლეები პოპულარული