ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.


ასევე დაგაინტერესებთ