დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის უკანასკნელ ტურში საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და საქართველოს ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ვლადიმირ ვაისის ტაქტიკური სქემა არ შეცვალა. პრინციპში, რაიმეს მკვეთრად შესაცვლელად დიდი არჩევანი არც გააჩნდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას და შეუტია, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-11 წუთზე კანკავას შორიდან დარტყმულ ბურთს მეკარე ჰეინი დაეუფლა. მეტოქე კი დაცვაში იდგა, ზონები გადაკეტილი ჰქონდა და კონტრიერიშებზე საერთოდ არ გადადიოდა. 26-ე წუთზე
ყაზაიშვილს შეექმნა შანსი, მაგრამ მოწინააღმდეგის შეცდომით ვერ ისარგებლა, კარს ოდნავ ააცილა ბურთი.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, არავის შეეძლო სწრაფი გარღვევის განხორციელება და სტუმრები მშვიდად უმკლავდებოდნენ. დავითაშვილის ნაცვლად შეცვლაზე შესულ პაპუნაშვილს გოლკიპერმა არ დაანება გატანა. შემდეგ ყაზაიშვილმა ვერ უწია მიზანს. ეგ იყო და ეგ.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ცდა არ დაუკლია, თუმცა ამ შემადგენლობით შესაძლებლობებში ძალიან შეზღუდულია, მეტი აშკარად არ ძალუძს. შეიძლება კიდევ რამდენიმე მატჩი ათამაშო და გოლი ვერ გაიტანოს.

თბილისი."დინამო არენა"
საქართველო - ესტონეთი 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (გრიგალავა 46), ტაბიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი, ლობჟანიძე (მიქელთაძე 86), დავითაშვილი (პაპუნაშვილი 66), კაჭარავა (ლობჯანიძე 78)

ესტონეთი: ჰეინი, კუუსკი, პიკი, ტამი, კრეიდა, სოომეტსი (მილერი 78), ზენიოვი (მარინი 78), ვასილიევი, საპინენი, სინიავსკი (ანიერი 86), ტენისტე (ლილანდერი 81)


მკითხველის კომენტარები / 84 /
Okriashvili nakrebis mimart igive formulaa rac kecbaia axalgazdobaShi. Sumxettan tamashi iyo feederaciis didi shecdoma rom vaisi datova da biჭებს იმედიც მოუკლა, ვაისის სიტყვებია(ზოგოერთ ფეხბურთელ ნაკრების სიყვარულს მე ვერ ვასწავლიო)
აი ეს მეტყველელებს იმაზე რომ ფეხბურთელებს უკვე დიდი ხანია აღარ ჯერათ ვაისის და ეს ბოლო 8Tamashia უბრალოდ ვთამაშობდით ჩვენი ბიჭების ტალანტის ხარჯზე..
მოგვაკითხა ტრამვებმა და უცებ ნაკრები აღმოჩნდა ჩიხში.
და კიდევ მეორე ტაიმის პასუხისმგებელი არის მწვრთნელი და არა ფეხბურთელი ეგ ფეხბურთის დაუწერელი კანონზომიერებააა
ეხლა ისმის კითხვა რომელი თამაში მოიგო ვაისმა??
ჩორნა
20 ნოემბერი 2020 14:19
0
ცხოვრებაში ღირსებასა და თავმოყვარეობაზე დიდი გრძნობა არ არსებობს.. როცა იცი იქ სადაც ხარ და მოღვაწეობ ხარ დაუმსახურებლად და ნეპოტიზმით უკვე კრიტიკასა და ლანძღვაზეც კი რეაქცია აღარ გაქ.. ამიტომაა რომ ყველა არაკომპეტენტური თუნდაც მმართველი მენეჯერი და თუნდაც ფეხბურთელი ხმაამოუღებლად იტანს ნებისმიერ ეპიტეთს( უკვე დამსახურებულს თუ თუნდაც დაუმსახურებელს) . ღირსება უპირველეს ყოვლისა ადამიანებო..
რიგითი
19 ნოემბერი 2020 17:14
0
ჩაკვეს და კვარას რატომ აღარ ახსენებთ,რას შვებიან ბიჭები,როგორ მიდის მათი გამოჯანმრთელების საქმე. ხომ ხედავთ მათ გარეშე აბსოლიტური ნოლია თავის მწვრთნელიანად ნაკრები, არც ჯანოს აღარ კითხულობთ,ალბათ ჩამოწერეთ უკვე. უკეთესი, რომ არ გვყავს? არცერთი ხაზი არ ვარგა.დაცვის ყოველი შეცდომა გოლად გვიჯდება ჩვენს კარში.აუტს ვერ ვაწვდით, კუთხურზე და ჯარიმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.ადრე კანკავა და კვეკვე ურტყამდნენ სტანდარტულებს და ხანდახან აღწევდნენ წარმატებას. რა ხდება ახლა?. ცხელ გულზე არა,მაგრამ რომ დაწყნარდება სიტუაცია,მოიწვიეთ სპეციალისტები, ჩვენები,უცხოელებიც და გააკეთეთ სრულყოფილი ანალიზი და გააცანით საზოგადოებას.
vax-vax
19 ნოემბერი 2020 16:49
1
სანამ ფედერაციის პრეზიდენტი და საერთოდ,მის წამყვან თანამდებობებზე იქნებიან ამათუ იმ პარტიის წარმომადგენლები,მანამდე არაფერი არ გვეშველება.პოლიტიკისგან უნდა განთავისუფლდეს ფეხბურთი.წინათ ნაცები იყვნენ,ეხლა ქოცები და რა დღეში ჩააგდეს ორივემ ჩვენი ფეხბურთი კი ხედავთ.მერე კობიაშვილმა თუ უნდა პარლამენტში და თუ უნდა საკრებულოში იყაროს კენჭᲘ.
კახა ქ.
19 ნოემბერი 2020 16:46
0
სად არიან ის ვეტერანები რო დაიბღინძებიან და ცა ქუდად აღარ მიაჩნიათ?ამოიღონ ხმა!ვინაა მაგათზე დიდი ავტორიტეტი მანდ,მაგრამ როგორც ქეცბამ უთხრა ისეა მიყუჩებულები არიან თბილად,კომფორტულად და ქაფავენ ფულებს!დინამო რო გაფარჩაკდა თან არაერთხელ რომელმა შემოკრა განგაშის ზარი?ახლა კიდე გვაპარებენ მოდით დავივიწყოტ ნაკრების კატასტროფა და მომავლისთვის მოვემზადოთო და ამზეც ჩუმად არიან მითუმეტეს იციან რო ასეთ პირობებში უარესი გველის წინ.გრიგალავას ნაკრებში გამომძახებელი კორუპირებულია აბა რა არის?
ბექა
19 ნოემბერი 2020 16:14
0
ნაკრების ბოლო 3 თამაშში ნათლად გამოჩნდა რომ ეს არ იყო ერთიანი გუნდი,ეს იყო 11 თავის ნებაზე მორბენალი პირობითად ფეხბურთელი,რომლებიც მხოლოდ ბურთს აგორებდნენ,კომბინირებული ფეხბურთი ამათთვის საერთოდ უცხო რამაა და გოლის გატანაზე საუბარიც ზედმეტია,ზოგიერთი ფეხბურთელი კაი თამადას უფრო გავდა ვიდრე ფეხბურთელს,ასეთები რატომ უნდა გამოიძახო ნაკრებში გაუგებარია.ეს გუნდი გადაჭედილი სტადიონიც რომ ყოფილიყო მაინც ამ შედეგს დადებდა რაც დადო, ესენი ნახევარზე მეტი გასაშვებია ნაკრებიდან.
ლ ა დ ო
19 ნოემბერი 2020 16:06
0
ეს ჟურნალისტები,როგორ აპრავებენ ნაკრებს და ფედერაციას უეჭველი წილში არიან.

რომელი ვაისის ტაქტიკაზე ლაპარაკობთ? თქვენ რამე სხვა თამაშებს ხაორ უყურებთ?

დააწერეთ მოედანს ნაკრები კარანტინშია ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას გამოჯანმრთელებამდეო.
ქომაგი
19 ნოემბერი 2020 14:53
0
ოქრი და კვერკველია რატომ არ ათამაშეს მაკედონიასთან თამაშის შემდეგ? ერთი ოქრიაშვილი იყო რაღაცის გაკეთებას რომ ცდილობდა მაკედონიასთან და თამაშის შემდექ კობიავილი და ფედერაცია რომ გააკრიტიკა მაყურებლის არ დაშვებაზე სტადიონზე მაგიტიმ ხომ არა ვითომ? თუ კვერკველიაზე უკეთესი მცველი ყავთ ვინმე დღეს?
ZK
19 ნოემბერი 2020 14:24
4
გამოდის ყველაფერი ლოგიკურად მოხდა, ესტონეთის ნაკრებს სახლში ვერ უგებ, 90 წუთის განმავლობაში მომენტს ვერ ქმნი. ჯგუფში თავი ფავორიტი გგონია, ევოპაზე მაკედონია გადის ჯგუფიდან კი სომხეთი. როგორც ყოველთვის დიდი მოლოდინები, აცდენილები ვართ რეალობას, აქამდეც, რომ მივედით ჩანკვეტაძის და კვარაცხელიას დამსახურებით.
x.x
19 ნოემბერი 2020 14:19
0
რაც არველაძეს დარჩა შესაჭმელი, კობიაშვილმა საერთოდ რეკორდები მოხსნა და თან ფეხბურთი ისე მოკლა ვეღარ გაცოცხლდება
?
19 ნოემბერი 2020 14:17
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული