ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ კარგი კვალი დავტოვეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ SPORT.SK-სთან ინტერვიუში ჩვენს ეროვნულ გუნდსა და თავის მომავალზე ისაუბრა.

საქართველოში გატარებული 5 წლის შემდეგ მას კლუბში უნდა დასაქმდეს, თუმცა არ ჩქარობს და კარგ შეთავაზებას ელის: "მაღალი დონის გუნდს მინდა სათავეში ჩავუდგე და იქ მუშაობამ სიხარული მომანიჭოს".

გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოში ვაისის მოღვაწეობა წარუმატებლად დასრულდა და სამსახური მისმა თანამემამულე თანაშემწეებმა ბორის კიტკამ, იოზეფ კონტირმა და რომან შვანტნერმაც დატოვეს. ვაისის ხელმძღვნელობით, "ჯვაროსნებმა" 16 მატჩი მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.

"ეს უკვე ვა-ბანკი
იყო, ან გამარჯვებული წავიდოდი, ან დამარცხებული. 1 გოლი გავუშვით და მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. იქ 5 წელი ვიმუშავე, რაც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და ცხოვრებაშიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. სრულად გამარჯვებული ვერ წამოვედი, თუმცა მგონია, იქ კარგი კვალი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება. გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ - სუფთა სინდისით".

ვაისი წუხს, რომ გადამწყვეტ მატჩში გუნდს გულშემატკივრები ვერ დაეხმარნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიისას არსებული მძიმე სიტუაცია ესმის, რომელიც ყველასთვის რთულია:

"სამწუხაროდ, ახლა ყველასთვის რთული დროა და ეს სპორტსაც ეხება. მაყურებლების გარეშე თამაში ემოციებს კარგავს. ეს ახლახან საკუთარ თავზე გამოვცადე. გადამწყვეტი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩავატარეთ და მიზანს ვერ მივაღწიეთ. ქომაგობა ძალიან დაგვაკლდა. საერთაშორისო არენაზე მაყურებელი ძალიან საჭიროა, მეტადრე კი - სანაკრებოზე.

ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ მჯერა, რამდენიმე თვეში ვითარება გამოსწორდება, ვაქცინა იქნება, ჩვენ კორონავირუსს დავამარცხებთ და ხალხი სტადიონებზე დაბრუნდება.

როდესაც 5 წელი ნაკრებს წვრთნი, ყველაფერზე ფიქრისათვის საკმაო დრო გაქვს, რადგან წელიწადში ცოტა მატჩებია. სლოვაკეთში სახლში ვცხოვრობდი და არა საქართველოში. ამიტომ პრაქტიკულად ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი, მხოლოდ თამაშებსა და შეკრებებზე მივემგზავრებოდი და ისიც მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იყო.

ახლა მინდა საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდე, მაგრამ ვნახოთ, როგორი შემოთავაზებები მექნება, ვინაიდან მილიონი მწვრთნელია, ხოლო კარგი კლუბი არც ისე ბევრია და ხანდახან ასარჩევიც არაფერია. მსურს ისეთი კლუბი ვიპოვო, სადაც დონესაც ავიმაღლებ და მუშაობისგან სიამოვნებასაც მივიღებ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
კობიაშვილის სინდისზეა ევროპაზე რომ ვერ მივდივარტ
teter
02 დეკემბერი 2020 21:09
0
წადი შენი! ნერვები დამაწყვიტე! კორონაზე უარესი ყოფილხარ!
მწრთვნელი
02 დეკემბერი 2020 20:22
3
აი თურმე რატომ არ აკეთებდა შეცვლებს თავის დროზე. ტიპს სკლეროზი აქვს გაქანებული ეტყობა, აბა თვითონ არ თქვა მაკედონიასთან დაპირისპირების წინ? ჩვენ ლუზერები ვიქნებით თუ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთო, თუ მე მაქვს ცუდი მახსოვრობა და გვარდიოლამ თქვა ასე?
ლუზერი ხარ ვაის შენ და ფედერაციის მთელი შემადგელობაც, ასეთებად დარჩებით. თუნდაც იმიტომ რომ პასუხისგებლობის გრძნობა არ გაგაჩნიათ არ შენ და არც ვინმეს ფედერაციაში. ფულის მონები ხართ და უსაქმურები.
G.LA
02 დეკემბერი 2020 18:30
2
ზოგიერთი მწვრთნელს და ვაისს რომ აკრიტიკებს არ მესმის ეგ ლოგიკა რომელ ქართველ ან უცხოელ მწვრთნელს ქონდა უკეთესი შედეგი საქართველოს ნაკრებში??
იდეაში ვაისი არ არის დაბალი დონის მწვრთნელი სლოვაკეთის ნაკრები გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე და მე 8 ფინალი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ეგ იყო უდიდესი მიჰწევა მაგ ქვეყნის ფეხბურთისთვის კიდევ კლუბებიც ჰყავს გაყვანილი ევრო ტურნირების ჯგუფებში ვაისმა ათამაშა იმის მაქსიმუმი რაც ამ რესურსით იყო შესაძლებელი როცა ნაკრებში მუდმივად არის პრობლემები ტრამვები უთამაშებლობა ფეხბურთელების უმეტესობა თამაშობს საშუალო ან დაბალი დონის ჩემპიონატებში სუსტ გუნდებში და იქაც არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა ძალიან რთლია ასეთი ნაკრებით ევროპაზე გასვლა სამწუხაროდ ჩვენ დღეს ამათზე უკეთესი ფეხბურთელები ქვეყანაში არ გვყავს ვინც არიან დღეს ეროვნულ ნაკრებში და ესაა ზუსტად ტრაგედია და ესაა გამოსასწორებელი რომ მომდევნო წლებში მოხერდეს და რამდენიე ფეხბურთელი კიდევ გამოჩნდეს ვისაც ექნება იგივე პოტენციალი რაც აქვს ჩაკვეტაძეს კვარაცხელიას კიტეიშვილს გადახალისდეს ნაკრები და ეს არ გამოვა თუ საკლუბო დონემ არ მოიმატა ასაკობრივებმა არ დადეს კაი შედეგები სხვანეირად შევსება როგორ უნდა მიიღოს ნაკრებმა საჭიროა მაღალი დონის პერსპექტიული ფეხბურთელები და არაა მწვრთნელების წამდაუწუმ ცვლა.
გიო
02 დეკემბერი 2020 17:24
11
ნებისმიერს ვისაც გინდა მაგაზე უკეთესი შედეგი ქონდა სოფმეთთან მაკედონიასთან და მსგავს გუნდებთან იგებდა ყველა უკლებლივ, რაც შეეხება შანსს რაც მივიღეთ ეგ ვაისის დამსახურება არ არის უბრალოდ ფორმატი იყო ისეთი, რომ შეგვეძლო ევროპაზე მოხვედრა და გავანიავეთ! მწვრთნელი ფინალს აგებდეს და 93წთზე შეცვლას აკეთებს და მცველი გამოყავს ფასი არის 0000000000000! ვაიასი იყო ძალიან ცუდი მწვრთნელი რაც ვყოლია!!!! სხვა დროს სომხეთი მაედონია ესტონეთი არ გვყოლია ჯგუფში თორემ უკვე ნამყოფი ვიქნებოდით მსოფლიოზეც და ევროპაზეც და გააქტიკაზეც.
me
02 დეკემბერი 2020 19:37
1
პასუხი ზუროსი!!!
ელგუჯა
02 დეკემბერი 2020 18:10
2
მწვრთნელის შეცვლა მარტივია მაგრამ შედეგის მიჰწევა ფეხბურთელების გარეშე შეუძლებელია იქ ვართ სადაც უნდა ვიყოთრაც შეეხება მაკედონიასთან თამაშს მაკედონიამ დამსახურებულად მოიგო და გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს აბსოლიტურად ლოგიკური შედეგი იყო გადახედეთ მაკედონის ნაკრების ფეხბურთელები რა დონის კლუბებში და ჩემპიონატებში თამაშობენ ჯენუა უდინეზე ნაპოლი ლევანტე მალიორკა ლიიდსი ტოპ ლიგებში ჰყავთ 7-8 ფეხბურთელი და ჩვენ?? როტორი ტობოლო ანორთოსისი სანხოსე და თურქეთის ჩემპიონატის გასავარნი გუნდები და ბევრს იქაც არ აქვს სათამაშო პრაქტიკა ტოპ ლიგის კლუბი საოვნებოთ გვაქვს გახდილი ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთადერთი უპირატესობა ის გვქონდა ჩვენ მაკედონიასთან შედარებით რომ სახლში ვთამაშბდით და ჩაკვეტაძე კვარაცხელიას ფაქტორი და მათი ინდივიდუალური თამაში და სამწუხაროდ არც მაყურებელი დაუშვეს თამაშზე და არც ჩაკვე და კვარა არ იყვნენ ძირითადში რაც შეეხება ამ ნაკრებს მე ამ ნაკრებში 3 ფეხბურთელის გარდა ვერავის ვერ ვხედავ რომელსაც შეიძება ევროპაში მაღალ დონეზე თამაშის პერსპექტივა ქონდეს ჩაკვეტაძე კვარაცხელია კიტეიშვილი სხვა ვინ შეიძლება მაღალ დონეზე ითამაშოს? ოქრი ვაკოს ჯანოს და კვირკველიას მატარებელმა კაი ხნის წინ ჩაიარა კანკავა ასაკშია გვილია გამონათების ფეხბურთელია იგივე კაკაბაძეც ერთი თამაში მაღალ დონზეზე ათიდან და ამათ რას უშველის მწვრთნელის შეცვლა მწვრთნელი გაგვიჩენს არსაიდან მაღალი დონის შემსურულებლებს? სანამ ნაკრებში 5-6 ფეხბურთელი მაინც არ იქნება მაღალი კლასის ჩემპიონატში მოთამაშე იქამდე არაფერი გვეშველებაა მუდმივად ჭაობში ვიქნებით და უცხოელი მწვრთნელის დანიშვნას ისევ ქართველი ჯობია რადგან ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელებაც მისცემს შანსს და ახლა ჩვენ სამწუხაროდ დიდი ამბიციები ვერ გვექნება ბევრია სამუშაოო ნაკრებში ახალი ნაკრებია გასაკეთებელი.
ზურა
02 დეკემბერი 2020 17:16
4
ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ყველაფრისთვის!
სოხუმელი ვეტერანი
02 დეკემბერი 2020 16:43
12
ნუ თუ სომეხი ხარ გასაგებია :) (პატივისცემა სომხებს და გილოცავთ ნაკრების წარმატებას)
მაინც რისთვის უხდი მადლობას? უტვინო იყო და უტვინოები არიან ფედერაციაშიც, ტიპმა ცვლილებების გაკეთება არ იცის და არც არავინ ეუბნებოდა რომ საჭიროა! საჭირო კი არა და აუცილებებლი, როდესაც გუნდი მარცხდება და ვერაფერს ახერხებს!
გიორგი
03 დეკემბერი 2020 15:14
0
წავიკითხე სტატია და ახლა უკვე მეც მომინდა,ნაკრების მწვრთნელობა.წელიწადში ჯამურად 1 თვეს,კი გავძლებ თბილისში,დანარჩენი კი დავდგები ბირჟაზე და გულს გადავაყოლებ.თუ ჩაკვეტაძე ან კვარაცხელელია მეყოლებიან,კი მოიგებენ როგორმე თამაშს,მათ გარეშე კი,ვერ ეგ აკეთებდა ვერაფერს,თანაც შეცვლასაც კი არ აკეთებდა თამაშის დროს.მე,დროულად შეცვლის გაკეთება მაინც შემიძლია.ესე იგი,უკეთესი შედეგიც მექნება.აფსუს რა წლები დავკარგე?!არ იყო ეგ ხელფასი,ხელიდან გასაშვები.
სოსო
02 დეკემბერი 2020 15:24
1
ტიპი უკვე გვეკაიფება.ფედერაციას მინდა მივმართო,კაცმა რომ გკითხოთ მაგარი ბიჭები ხარᲧ და ბუზს არ აიფრენთ და მა სლოვაკმა რომ დაგაგოიმათ მაგ ამბავს როგორ უყურებთ.5წელი ტიპი თავზე დაგვასვით,თვითონ იძახის მარტო თამაშებზე ჩავდიოდიო და ამას რა უნდა გარკეთებინა და გამოდიხართ კიდე იძახით,მაგარი საქმე გააკეთაო.გასაგებია თქვენ გაწყობდათ,მაგრამ მაგარი და კაი ტიპი მაშინ ხარ,როცა თავს არ დააგოიმებინებ და ისეთი წესებით აცხოვრებ მწვრთნელს,როგორიც შენ და შენ გულშემატკივარს და საქმეს ჭირდება და არა მაგას მის ბანდას.ეს Ორი ჟურნალისტი კიდე(ბარათაშვილს პატივს ვცემდი და მაგ გადაცემის მერე ნოლი გახდა ჩემ თვალში)ისე შესციცინებდნენ თვალებში კობიაშვილს,გეგონება გმირს ელაპარაკებოდნენ და ერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ.ეს ძალათ დერსკი სალუქვაძე კიდე,დაყენებული გროზნი ვიდით გამოდის და ბევრს ლაპარაკობს.ამათი ნა...კი არ გაიშვას.
კახა ქ.
02 დეკემბერი 2020 14:29
4
ამისგან რა გინდათ ვინც ეს ჩამოიყვანა და ფული გააკეთა იმათ საძმაკაცოს კითხეთ ფედერაციაში შავზე თეთრს რო იძახიან შუბლის ძარღვი რო გაწყვეტილი აქვთ
ელგუჯა
02 დეკემბერი 2020 14:05
3
იქნებ ისიც გეთქვა ამ 5 წელიწადში, აიმაღლე ან აგიმაღლდა კვალიფიკაცია?!
ზაზა
02 დეკემბერი 2020 13:43
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული