ვაისი: რუსეთი ძალიან მენატრება... ანანიძე საქართველოს ნაკრებში ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი იყო!

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რუსულ metaratings.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"რუსეთი ძალიან მენატრება. ყოველთვის მინდოდა, რომ მოსკოვში დავბრუნებულიყავი და კარგი გუნდი გამეწვრთნა.

წლების განმავლობაში არაერთი გუნდიდან მირეკავდნენ, მაგრამ ჯერ ყაზახეთში მქონდა კონტრაქტი, შემდეგ კი - საქართველოში. სფფ-მ არ დაუშვა, რომ მათი ეროვნული ნაკრები დამეტოვებინა.

2 წლის წინ შემოთავაზებები იყო ტულის "არსენალიდან" და "სოჭიდან". ახლა თავისუფალი ვარ და ახალ წინადადებებს ველოდები".

ვლადიმირ ვაისმა კომენტარი ჯანო ანანიძის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ძალიან უყვარს და დიდ პატივს სცემს.

"საქართველოს ნაკრებში ჯანო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, ის ტრავმებმა ძალიან დატანჯა და ახლაც ასე გრძელდება.

ღმერთმა მას დიდი ტალანტა აჩუქა. ანანიძე ბურთს საკმაოდ კარგად აკონტროლებს და მოედანზე თავის ბრწყინვალე ტექნიკას ავლენს.

ეს ტალანტი კი ბევრმა ტრავმამ მოკლა. ჯანო მაკედონიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში ძალიან დაგვაკლდა.

ჯანო საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანია, მაგრამ ბრწყინვალე პიროვნებაა. ის ძალიან ჭკვიანია და ძალიან უყვარს, როდესაც თავის ოჯახზე ზრუნავს.

თბილისში მას ბრწყინვალე სახლი აქვს, ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილები. მაკედონიასთან მატჩის წინ ჯანოს დავურეკე და მომავალზე ვესაუბრე. ვიცი, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს. ჩვენ ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით.

ჯანო ხშირად მეუბნებოდა, ვლადიმირ, ძალიან მინდა, რომ ევროპაში სათამაშოდ დავბრუნდე, თუნდაც ხელფასი ძალიან ცოტა მქონდესო...

მას უბრალოდ სურს მოედანზე გავიდეს, ტრავმებმა აღარ დატანჯოს და თამაშისგან სიამოვნება მიიღოს. ჩვენ ერთად ნიდერლანდურ ვარიანტზე ვმუშაობდით, რაც არ გამოვიდა.

ანანიძე მხოლოდ 28 წლისაა. მინდა, რომ მას ჯანმრთელობა და ნაკლები ტრავმა ვუსურვო", - ამბობს ვაისი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ტულის არსენალის დონის მწვრთნელით რომ გაგვაბედნიერა ჩვენმა უგზო-უკვლოდ ეროდირებულმა ფედერაციამ, იმიტომაც მოხდა, რაც მოხდა. მაგრამ რა ექნათ, საჩქაროდ ყავდათ გასაგდები ცხადაძე, მერე საჩქაროდ მოსაყვანი ყავდათ ვინმე. ხოდა სულერთი იყო ვინ და ეს გასუგებრობა ვაისი მოათრიეს. სანამ კობიაშვილები, იაშვილები და ცქიტიშვილები და მათნაირი"მაღალინტელექტუალური" კადრები მართავენ ფეხბურთს, ნურაფერს ელით.
არტ
20:18 03-12-2020
26
ვერ გაგვიყვანა ვაისმა მაგრამ რაღაცნაირი ყველაზე კაი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში ამ კაცმა, ადამიანურად ძალიან დადებითი პიროვნება ჩანს და თან სულ ჩანდა რომ შეუყვარდა საქართველო და გულწრფელად უნდოდა დახმარება, ვერცერთ უცხოელ მწვრთნელს ვერ შევადარებ მაგ კუთხით ცალსახად რომ კონტრაქტზე იყვნენ ჩამოსულები ( ივო შუშაკის გამოკლებით რათქმაუნდა). წარმატებები ვლადიმირ!
გივი
21:09 03-12-2020
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული