თეთრაძე: მაკედონიასთან თამაშის წინ ქართველ ფეხბურთელებს ფერი არ ედოთ... წაგება ვაისის ბრალიცაა

AutoSharing Option
35-ე სპორტული სკოლის აღზრდილი, თბილისის "დინამოს", "რომას", ოზურგეთის "მერცხალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" ისაუბრა.

"საქართველოდან 1990 წელს წავედი, მაგრამ სადაც მივდიოდი, ყველგან ქართველი ფეხბურთელები მიმყავდა და აქედან გამომდინარე, მათ თვალს სულ ვადევნებდი. ვიცი, რა დონის მოთამაშეები გვყავს. ვუყურე ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ჩვენი ნაკრების იმედი მქონდა. მაგრამ გასახდელიდან რომ გამოდიოდნენ, ჩემი აზრით, სახეზე ფერი არ ედოთ. მიმაჩნია, რომ ისინი ფსიქოლოგიურად გადაიწვნენ.

ეს იყო ერთი თამაში და ფეხბურთელებს მოსაგებად ყველაფერი უნდა ექნათ, მაგრამ სამწუხაროდ,
ეს ვერ შეძლეს. არადა, მეტოქე ისეთი ნაკრები ნამდვილად არ იყო, რომ ვერ მოგვეგო. სამწუხაროდ, ისიც ვერ გააკეთეს, რომ ღირსეულად წაეგოთ და მოედანზე გული დაედოთ. ეს ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივმა“ გააკეთა და ღმერთმა ეს მონდომება დაუფასა.

როდესაც გოლი გავუშვით, ვლადიმირ ვაისს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, შეცვლები ეგრევე უნდა გაეკეთებინა. კვარაცხელია არ გვყავდა, მაგრამ დავითაშვილსაც ასევე შეუძლია თამაშის გამწვავება. სამწუხაროდ, შეცვლებმა ძალიან დაიგვიანა და წაგება მწვრთნელის ბრალიც იყო", - განაცხადა თეთრაძემ.

წყარო: 1tv.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
სანამ ფეხბურთელები თავიანთ თავებზე არ იშრომებენ და იმუშავებენ მანამდე გაჭირდება შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა ძლიერი სპეციალისტი ჭირდება ნაკრებს.
ziko
05 დეკემბერი 2020 18:43
0
საქართველოს მაგივრად რუსეთის ნაკრებში რომ თამაშობდა ეგ რატომ არ ჩაუწერე მიღწევებში?
ii
04 დეკემბერი 2020 22:42
14
იი კი არა, რომელი ქართველია ომარ თეთრაძე?!
??
05 დეკემბერი 2020 14:31
3
კი ბატონო, გვაკლდა ფსიქოლოგიური მომზადება, გვაკლდა მაყურებელი, გვაკლდა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ არ გვყავს საკმარისად კვალიფიციური ფეხბურთელები. კალათბურთის პატარა გუნდს უფრო მეტი ვარსკვლავი ჰყავს, ბევრად მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ, ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები. ჩვენც ზედმეტად ხომ არ ვაპიარებთ ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს? (კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს არ ვგულისხმობ) ერთადერთი რაც მჯერა, ჩვენში ფეხბურთის ნიჭი არის, ხელშეწყობაა ამისთვის საჭირო, პოპულარიზაციაა საჭირო...
merabi-1960
04 დეკემბერი 2020 18:58
2
მერე მე უნდა მომემზადებინა გუნდი ფსიქოლოგიურად მწვრთნელიც და ფედერაციაც კურდღლები არიან მაგათი შემყურე ფეხბურთელებმაც ჩაყვინთეს
შეადარე ეხლა ან კალათბურთელებს ან რეგბისტებს სულს დებენ მოედანზე ესენი ჯერ გამოსულები არ იყვნენ უკვე წააგეს
ელგუჯა
04 დეკემბერი 2020 15:18
3
მერე ფული ვინ გააკეთოს
sar
04 დეკემბერი 2020 17:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული