ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

marca: ესპანეთი საქართველოს ნაკრებთან ბარბაროსულ წინააღმდეგობას წააწყდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა. წილისყრის შედეგები "მარკამ" შეაფასა და "ფურია როხასთან" "ჯვაროსნების" ჩატარებული მატჩები გაიხსენა:

"სწორედ ამ გუნდმა 1:0 დაამარცხა ესპანეთი ხეტაფეში 2016 წელს ევროპირველობაზე გამგზავრების წინ. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ესპანეთი თბილისში ბარბაროსულ წინააღმდეგობას წააწყდა და მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გატანილი გოლით გაიმარჯვა, ალბასეტეში კი მეორე შეხვედრაში 2:0 სძლია".

გამოცემა აღნიშნავს, რომ არ ესიამოვნათ ერთ ჯგუფში კოსოვოსთან მოხვედრა, რადგან კატალონიის ანალოგიური პრობლემის გამო სერბებს უჭერენ მხარს და
კოსოვოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ. თუმცა, აპრილში სამთავრობო დონეზე ესპანეთსა და კოსოვოს შორის შეხვედრები გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ