ლუის ენრიკემ ჯგუფის შეფასებისას საქართველოს ნაკრები არც ახსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა. წილისყრის შედეგები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტთან ვიდეოინტერვიუში "ფურია როხას" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა:

"საერთო ჯამში, ნორმალური ჯგუფია. ზოგიერთ მათგანს არ ვიცნობთ. შვედეთს ადრეც შევხვდით. ეს არც ცუდია და არც კარგი. შესაძლოა, ეს არც ჩვენ და არც შვედებს არ მოგვეწონა, რადგან ერთმანეთს ევროპირველობის შესარჩევ ციკლში დავუპირისპირდით და ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ.

ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ადვილი მატჩები არავისთან გველის. ჩვენ პირველი ადგილის დასაკავებლად და მუნდიალზე გასასვლელად უნდა
ვიბრძოლოთ".

დაახლოებით იგივე თქვა შვედეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა იანე ანდერსონმაც.

მკითხველის კომენტარები / 47 /
არა, გასაგებია, რომ ანგარიშგასაწევი ნაკრები გვყავს!!!!! მაგრამ მაინც, უნდა ეხსენებინა?!
0
მოტივაცია არა და ერთი ადგილი შეიძლება გაეზარდოთ
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული