ფიფამ სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, საქართველო 89-ე ადგილზეა

AutoSharing Option
FIFA-მ ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 1267 ქულით 89-ე ადგილზე იმყოფება. 

აღსანიშნავია, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეტოქეები საქართველოს ნაკრებზე წინ იმყოფებიან. 

ერთადერთი კოსოვოა, რომელიც 117-ე ადგილს იკავებს. 

ესპანეთი მე-6 ადგილზეა, შვედეთი - მე-20-ზე, საბერძნეთი კი 53-ეზე.

რეიტინგის სათავეს კვლავაც ბელგია (1780) იკავებს, რომელიც მეორეადგილოსან საფრანგეთს 25 სარეიტინგო ქულით უსწრებს. ფრანგებს 1755 ქულა აქვთ. 

5 საუკეთესო ქვეყანას ბრაზილია, ინგლისი და პორტუგალია ავსებენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
არა არის გამორიცხული ამ შესარჩევის დასრულების შემდეგ კოსოვომაც რომ გაგვისწროს.
ძალიან მეშინია, რომ ამ შესარჩევს 0 ქულით დავამთავრებთ...
იმედი მაქვს ცხადაძეს დააბრუნებენ ნაკრებში. ამ ჯგუფიდან შეიძლება ვერ გაგვიყვანოს მაგრამ, ამ ჩაფლავებულ და დემორალიზებულ ნაკრებს რაღაცას მაინც დაამსგავსებს და მერე იქნებ ერთა ლიგიდან ევროპაზეც გაგვიყვანოს.
უცხოელი მწვრთნელს რომ შედეგი ვერ მოაქვს უკვე ბევრჯერ დავრწმუნდით, ქართველებს შორის კიდევ ამ მომენტში ცხადაძეზე უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს.
უნივერსალი
19:59 11-12-2020
13
რა საინტერესოა, რა ლოგიკითაა ბელგიის ნაკრები პირველ ადგილზე
x x x
18:34 11-12-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული