ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ფიფამ სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, საქართველო 89-ე ადგილზეა

AutoSharing Option
FIFA-მ ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრები 1267 ქულით 89-ე ადგილზე იმყოფება. 

აღსანიშნავია, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეტოქეები საქართველოს ნაკრებზე წინ იმყოფებიან. 

ერთადერთი კოსოვოა, რომელიც 117-ე ადგილს იკავებს. 

ესპანეთი მე-6 ადგილზეა, შვედეთი - მე-20-ზე, საბერძნეთი კი 53-ეზე.

რეიტინგის სათავეს კვლავაც ბელგია (1780) იკავებს, რომელიც მეორეადგილოსან საფრანგეთს 25 სარეიტინგო ქულით უსწრებს. ფრანგებს 1755 ქულა აქვთ. 

5 საუკეთესო ქვეყანას ბრაზილია, ინგლისი და პორტუგალია ავსებენ.
ასევე დაგაინტერესებთ