"სამარცხვინო, დაბეჩავებული, გაუბედურებული" - ნიკა გვარამიამ ქართული ფეხბურთი წლის სირცხვილად დაასახელა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2020 წელი შეაჯამა. 10 ნომინაცია და 10 გამარჯვებული გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეციალურ ეთერში დასახელდა.

წლის დამარცხებულის ნომინაციაში გვარამიამ ქართული ფეხბურთი დაასახელა.

"წლის დამარცხებული პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არის ქართული ფეხბურთი. წლის სამარცხვინო, დაბეჩავებული და გაუბედურებული, რომელმაც წააგო ყველაფერი და ყველასთან.

ჩვენ წავაგეთ ყველაფერი და ყველასთან და გავუშვით ისტორიული შანსი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება სთხოვდეს პასუხს, ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკები სცემენ გულშემატკივრებს.

წლის დამარცხებული და დაბეჩავებული ქართული ფეხბურთია", - თქვა გვარამიამ.
მკითხველის კომენტარები / 74 /
ეს რომ ვინმეზე იტყვის სამარცხვინოო
mamuka
21:48 01-01-2021
46
ატყდება ახლა ლანძღვა და ფურთხება, არადა 100% სიმართლეა.
არა თავზე გადაუსვით ხელი ჩვენ ფედერაციას და კობიაშვილს, რადგან ნაცი არაა ყველაფერზე თვალი დახუჭეთ
კახა
16:32 01-01-2021
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული