გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხის შესახებ ისაუბრა.

"ამ შეკრების მიზანი როგორც გუნდის ფიზიკურად გაძლიერება, ისე მისი შეთამაშებაა. ცვლილებები მოხდა, ზოგი წავიდა, ზოგიც მოვიდა.

იუგოსლავიის სკოლა, ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთთან ახლოსაა და ახალწვეულებზე ამ მხრივ გავაკეთეთ აქცენტი. შეკრების ბოლოს ყველა ფებურთელი შეთამაშებული იქნება ერთმანეთთან.

საყრდენ და მარცხენა ნახევარმცველს ველოდებით, მალე დასრულდება სელექციის პროცესი და გუნდის გადახალისება ამ ეტაპისთვის საკმარისი იქნება.

გვქონდა მოლაპარაკებები ნიკა კვეკვესკირსა და ჯანო ანანიძესთან. მათი საუბრიდან შემიძლია
დავასკვნა, რომ კარიერის უცხოეთში გაგრძელება სურთ.

გურამ კაშიასაც ველაპარაკეთ, გვინდოდა მისი გუნდში დაბრუნება. ბუნებრივია, ფეხბურთელს შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ, ის პირობები კი, რაც მას ახლა აქვს, ვერ დავაკმაყოფილეთ. ჯაბა კანკავამ კი, ხედავთ, კარიერა უცხოეთში განაგრძო, ყოფილ მწვრთნელთან წავიდა.

რაც შეეხება სისოკოს, თითქმის შეთანხმებულნი ვიყავით, ანტალიაში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა შემდეგ გაქრა, აღარ გამოვიდა კონტაქტზე. როგორც ჩანს, სხვა ვარიანტი გამოუჩნდა და როგორც ვიცი, კარიერას არაბულ ქვეყანაში განაგრძობს.

პერნამბუკუს კარიერის სხვაგან გაგრძელება სურდა და უკვე წასული იყო გუნდიდან. დავით სხირტლაძის ფეხბურთი ძალიან მომწონს, ძალიან ვაფასებ მას, როგორც მოთამაშესა და პიროვნებას, თუმცა აქ, ჩემ გარდა, არის ხელმძღვანელობა, რომელმაც ფეხბურთელს პირობები უნდა შეუქმნას და მისი მოთხოვნები ჩვენს შეთავაზებას აღემატებოდა.

მიზანი, ცხადია, ჩემპიონობა გახლავთ, თასის მოგება და თუ ევროთასებზე რამდენიმე ეტაპს გადავლახავთ და ჯგუფში მოვხვდებით, ძალიან ბედნიერები ვიქნებით.

კლუბმა 2-წლიანი თანამშრომლობა შემომთავაზა, თუმცა ერთწლიანზე შევჯერდით. მიმაჩნია, რომ 1 წელი საკმარისია, რათა მწვრთნელმა გუნდს ხელი დაატყოს. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ჩემს სამუშაოს გუნდში კარგად შევასრულებ და პარალელურად, ხელმღვანელობასთან მიდის საუბრები მრავალწლიან თანამშრომლობასა და ურთიერთობაზე", - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ყველაზე ცუდი ის არი რო საქართველოს ჩემპიონატში თამაში 34-წლის ქართველ ვეტერანსაც არ უნდა,ისე კი კაშიას ეთამაშა დინამოში რა დაუშავდებოდა ამით,ახალგაზრდა ფეხბურთელები მის გვერდით დიდ გამოცდილებას შეიძენდნენ თან დინამოსაც გამოადგებოდა კაშია.როცა ვერც კარგი ლეგიონერი მოგყავს თუ ის არ ჩამოდის, რჩება ერთადერთი გზა დაეყრდნონ აკადემიას ბოლომდე და 17-18-წლის ბიჭებს აცადონ და 3-4 წელიწადში შედეგი ექნებათ.
ziko
26 იანვარი 2021 21:01
0
სად ეძებს? ვის ეჩალიჩება? ალოო! თაობა იზრდება! მაგათთან ისე იძმაკაცე..
kaxi
26 იანვარი 2021 10:29
0
ესენი ახლა ყველა უცხოურ გუნდებთან ამხანაგურებში დამარცხდებიან და იტყვიან,რომ გუნდის ძირითადი ბირთვის შექმნისათვის ვიბრძოდით და შედეგს ყურადღებას არ ვაქცევდითო,მერე საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება გახდებიან ჩემპიონები,აღნიშნავენ ჩემპიონობას დიდი ზარზეიმით,მერე საკვალიფიკაციოში,ევროტურნირზე,პირველივე შეხვედრას წააგებენ:ჭ-ე და ყ.ე გუნდებთან,რა თქმა უნდა დიდი ანგარიშით და იტყვიან:ბოდიში დავითარსეთო და შეგვპირდება გუნდის ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის გუნდს ისე გავაძლიერებთ ევროტურნირების ფინალამდე მივაღწევთ და გავიმარჯვებთ კიდეცო.
ნიანია ბაკურიანი
26 იანვარი 2021 09:50
2
100% saqartvelos chempshi 5-0ze naklebs ar unda igebdes gundi tu unda evropashi rames miagwios..anu sxvebze 2 tavit magla unda idges da saq.chempionoba arc unda iyos gansaxilveli.tu vinme gaaketebs aset gunds evropashic eqneba shansi,tu ara da wels visi jeria?luxemburgebis da andorebis?
Levani
26 იანვარი 2021 03:57
0
მიზანი უნდა იყოს მხოლოდ ერთი. ევრო ტურნირის ჯგუფური ეტაპი. საქართველოს ჩემპიონობა ნიშნავს არაფერს
გიორგი გორგაძე
25 იანვარი 2021 23:33
3
გიორგი ნემსაძე პატივისცემას იმსახურებს. იგი კაშიაზე დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როდესაც საჭირო გახდა დაბრუნდა დინამოში
ვაჭრობა და ერთი ადგილის თამაში არ დაუწყია ამ ვაი ქართველებივით და გუნდი უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა.
დავით
25 იანვარი 2021 21:44
6
ზურა, ნამეტანი გაუგებარია. არ ჩამოდიან და ვბრაზდებით რატომ არ ბრუნდებიან დინამოშიო!
ბრუნდებიან და მედე ვაძახებთ, "ალბათ სხვა გზა არ ქონდაო". ქეცბაიას აქედან იქით და იქიდან აქეთ გამახსენდა თქვენ ნათქვამზე :)
პატივცემულო ზურა
26 იანვარი 2021 13:12
0
როცა საᲭირო იყო Თუ როცა სხვა ნორმალური კლუბი აᲦარ იწვევდა მაᲨინ დაბრუნდა ნემსაᲫე? ვისᲗან Ჩამოვიდეს მეცხვარეებᲗან?
ზურა
26 იანვარი 2021 11:11
2
სისოკოს ალბათ დინამო კიევი ეგონა და რომ გაიგო სად ეძახდნენ გაქრა, ტელეფონი გათიშა.
კლაკსვიკში გადავა ალბათ, იქ უფრო განვითარდება
ზორბეგი
25 იანვარი 2021 21:20
1
რა თქმა უნდა მიზანი ჩემპიონობაა,თუ ვერ მოიგებთ რომიკო გიყიდით... ვხედავ მეცხვარეეეს,ჯოხით მხარზედააა!
გულშემატკივარი
25 იანვარი 2021 17:26
9
გიორგი ნემსაძე კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ დინამოს მწვრნელობისთვის, მისთვის და ბევრი სხვისთვისაც, ჯერ დრეა..
კახაკ
25 იანვარი 2021 17:25
26
რას წარმოადგენს დინამო რომ ნემსაძისთვის ადრე იყოს?
გიორგი
25 იანვარი 2021 18:55
5
როცა ხელმძღვანელობა დავით სხირტლაძის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მხცოვანი სისოკო გაურბის, უკვე ნათელია, რომ ჩემპიონთა ლიგის კარს წიხლით შეანგრევს! ნემსაძე როგორ გააბრუეს, საინტერესოა?
: )))))))
25 იანვარი 2021 17:19
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული