ლევან მჭედლიძე საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

AutoSharing Option
30 წლის ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე კარიერას ბათუმის "დინამოში" განაგრძობს.

როგორც ზღვისპირული გუნდის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, ლევანი დღეს გაფრინდება თურქეთში, სადაც "დინამო" შეკრებას გადის.

საინტერესოა, რომ მჭედლიძე გუშინ "პირველი არხის" სტუმარი გახლდათ, სადაც განაცხადა, რომ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ნელ-ნელა ფიზიკურად უკეთეს ფორმაში შედიოდა.

მან ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებებს "ემპოლისთან" და სხვა გუნდებთან აწარმოებდა. მჭედლიძე ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, რომელიც 2019 წლის ბოლოს დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა ქართველი ფეხბურთელის ჭეშმარიტი ადგილია საქართველოს ჩემპიონატი!
ლევანი
13 თებერვალი 2021 11:20
0
თუ ტრამვა არ მიიღო ისევ, ითამაშებს მაღალ დონეზე!
ლუსიო
13 თებერვალი 2021 08:43
0
მარტო თავმოყვარეობის საკითხია....მიკვირს ბათუმის დინამოს ხელნძღვანელიბის.
ტარიელი
12 თებერვალი 2021 21:32
3
და რა თავმოყვარეობის? კონკურენტი გუნდიდან გადავიდა? ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, როცა ინტერესი ნულია ჩემპიონატის - ცოტა სასაცილოდ არ გეჩვენება ეგეთი მიდგომა? სერია ა არ გვქონდეს აქ, გავდივართ გარეთ და უმოწყალოდ ვნადგურდებით. შიდა კონკურენცია მაშინაა საინტერესო როცა საშუალო დონეს მაინც წარმოადგენ...
ზურა
13 თებერვალი 2021 18:56
1
წარმატებები ლევანის.. მაგრამ ვფიქრობ ამ ბიჭის კარიერა დიდი ხნის წინ დასრულდა სამწუხაროდ..
geo-geo
12 თებერვალი 2021 20:41
9
ასე აქეთ იქით სიარულში კაცი ფულს აკეთებდეს ერთი ეს და მეორე ანანიძე
გაგა
12 თებერვალი 2021 19:31
5

სიახლეები პოპულარული