საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
წარმატებები ჩვენს ნაკრებს ვილი სანიოლთან ერთად
ბაჩი
15 თებერვალი 2021 20:26
4
საქართველოს მოქალაქეობას თუ მიიღებს, დეპუტატობასაც ხელს გამოკრავს
ზვიადი
15 თებერვალი 2021 20:08
6
4 წელია უმუშევარია ტიპი,კარგი რომ ყოფილიყო ვინ გააჩერებდა 4 წელი უმუშევრად?
DART
15 თებერვალი 2021 20:08
13
ჯერ არ დანიშნულა და ტალახი სროლა წავიდა უივე ქართული პონტი!!!
Jo
15 თებერვალი 2021 20:19
3
უდაოდ ძალიან გამოცდილი ადამიანია ფეხბურთში, მაგრამ ის მაეჭვებს, რომ უმაღლეს დონეზე როგორც მთავარ მწვრთნელს არანაირი მიღწევა არ აქვს. არ ვიცი, წინასწარ არ მინდა გადავუსვათ ხაზი, წარმატებები ბატონ სანიოლს!
Levan1
15 თებერვალი 2021 20:00
0
მთავარი მწვრთნელის რანგში მიღწევიანი ხალხი ძალიან ძვირად ფასობს, ათეულობით მილიონი ევრო
QT
15 თებერვალი 2021 20:29
2
უცნაური ხალხი ვართ. წარმატებები რო ვუსურვოთ იმის ნაცვლად, უკვე წყევლა კრულვაში გვყავს . გამოცფილებას ვუწუნებთ. გვყავდა ტოპმიოლერი ,კუპერი და ასე შემდეგ. რას მივაღწიეთ? ტიპს თუ ოდნავ ამბიცია აქვს აქ უნდა დაამტკიცოს.
ბოკინიო
15 თებერვალი 2021 22:10
5
მართალი ხარ.ანანიძეს დროს სპარტაკ ვაკვირდებოდი.ვინ არ მიუთირიეს ვერავინ ვერ დადო შედეგი.მერე კარერა ახლაგაზრდა თანაშემწეთ ნამუშევარს ჩააბარეს და ჩემპიონი გახადა .რისითქმა მინდა გამოცდილება კიარ მთავარი ნიჭია თორე ვაის რა გამოცდილება აკლდა??
მოსეხონელი
16 თებერვალი 2021 08:09
0
იქნებ გვითხრას იაშვილმა, რაში მდგომარეობს ვილი სანიოლის საფეხბურთო ფილოსოფია და როგორ დგას იგი ახლოს ქართულ ფეხბურთთან.
და ნეტა ამისთანა რა კრიტერიუმები ჰქონდა ჩვენს ფედერაციას რომ "ყველა" კრიტერიუმი მხოლო ვილი სანიოლმა დააკმაყოფილა. უბრალოდ სასაცილოც კი აღარაა ეს ბჟუტური რა
აი მაგარს ბჟუტურებს რა.
სანამ აი იაშვილისნაირი ბრიყვები იქნებიან ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობაში და მანამდე არ ეშველება ჩვენს ძალიან მაგრად კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში ჩაფლულ ფეხბურთს.
გიორგი
15 თებერვალი 2021 20:26
42
კარგი ფეხბურთელობა, კარგ მწვრთნელობას არ ნიშნავს. ამ ადამიანს სამწვრთნელო გამოცდილება ძალიან მწირია და რა შედეგებს დადებს ჩვენთან, რთული სათქმელია. იმედია ვცდები... წარმატებები ნაკრებს და სანიოლს!
ვახო...
15 თებერვალი 2021 20:01
3
ახალგაზრდა პერსპექტიული და ნიჭიერი მწვრთნელები 4 წელი უმუშევრები არ არიან ვერავინ ვერაფერი დაინახა მასში და იმიტომ იყოო უგუნდოთ ამდენი ხანიი ამის დანიშვნას ცხადაძე დაებრუნებინათ და ეცლიათ მუშაობა არ ჯობდა ?? ეს ვაისზე უარესი იქნება დარწმუნებული ვარ ვაისი ამასთან გვარდიოლად მოგვეჩვენება.:))
ზაზა
15 თებერვალი 2021 20:16
25
წარმატებები ვილის, მაგრამ კიარიცის სად მოდის)))
c
15 თებერვალი 2021 19:59
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული