საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
გვარდიოლა ყოფილა თანახმა მაგრამ ასისტენტად ცხადაძეს ითხოდაო და ფედერაციას უთქვამს უარი.კომენტარების კითხვისას მრჩება აზრი რომ ეს ხალხი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს,სახელგანთქმული და მოქმედი კონტრაქტის მქონე მწვრთნელი რატომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში ამაზე თუ გიფიქრიათ რომელიმეს.ქართველი ფეხბურთელები არცერთი არ თამაშობს ნორმალურ გუნდში,იქაც არა აქვთ სათამაშო დრო და თუ ზოგჯერ 5წუთით შეუშვეს მინდორზე მაშინაც ოფლის გამოდენას ერიდებიან გაციების ეშინიათ.სანიოლი ნაკრების ყველა წევრზე უკეთ იქნება ფიზიკურად მომზადებული და იქნებ საქმისადმი პროფესიონალი მიდგომა მაინც ასწავლოს ამათ თორემ შედეგი რომ არ იქნება სანამ ეს თაობა არშეიცვლება ცხადია.
nnn
16 თებერვალი 2021 09:26
0
უმაღლეს დონეზე გამოცდილება არ აქვსო რო დაგიჩემებიათ

სწორედ საჩვენო კაცია უმაღლეს დონეზე ჩვენ რა გვესაქმება რაც ვართ ის იპოვნეს :)
las
16 თებერვალი 2021 09:18
1
კომენტარი ნახე რა...
"ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია".

მოკლედ, კარგი ფეხბურთელიაო ამას გვეუბნება, და ეგეთი კარგი ფეხბურთელები ჩვენ რა აქ არ გვყავდა, იქიდან რომ არ ჩამოგეყვანათ?!...
buba
16 თებერვალი 2021 08:43
5
LE FIGARO: ტელევიზიიდან... საქართველოს ნაკრებში!.. ფრანგული გამოცემა ვილი სანიოლის ფეხბურთში დაბრუნებით გაკვირვებულია...
buba
16 თებერვალი 2021 09:53
4
ეს ვიღა მოიყვანეთ ეხლა? ვაისის ჩამოყვანის შემდეგ მორალური უფლება გქონდათ ისევ თქვენ შეგერჩიათ მწვრთნელი? დავარცხნილ-დალაგებული მენტალიტეტის ქვეყნიდან რომ ჩამოგყავთ, ცოტა ჩვენი ახირებული მენტალიტეტი მაინც გაითვალისწინეთ. ჩვენ უფრო ყოფილი იუგოსლავიის ზონის (ხორვატია და ა.შ) მწვრთნელი გაგვიგებს. მაგრამ ქართველი დაილია? ხედავთ ისე გაიტეხეთ სახელი სფფ, რომ არც ერთი ქართველი მწვრთნელი არ დაგთანხმდათ?!
რაგბის ფანი
16 თებერვალი 2021 06:17
7
მე ეს კაცი მეორე ჟრესი მგონია და რავიცი ...
გიზო
16 თებერვალი 2021 04:15
3
საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი, ბორდოს მწვრთნელი, ანჩელოტის ასისტენტი, ავტორიტეტი და ლეგენდარული ფეხბრთელი. მემგონი პატივისცემას ინსახურებს როგორც მინიმუმ. თუ ვერ გაამართლებს მერე ვაკრიტიკოთ
ლაშა
16 თებერვალი 2021 02:36
1
მასიმილიანო ალეგრი რომ მოგვეყვანა ალბათ მაგასაც გააკრიტიკებდნენ. სასწაული ხალხივართ. კაცს არდაუწყია უკვე ლანძღავენ.
ალეგრი
16 თებერვალი 2021 02:21
1
ამ კაცის წარმატება უდრის ჩვენს წარმატებას. მოეშვით წუწუნს და ვუსურვოთ წარმატებები
ზერო
16 თებერვალი 2021 02:20
0
ფრანგულ-გერმანული ჰიბრიდია ცოტა ანჩელოტის იტალიური ელემენტებით. კარგია რომ მასთან აქვს ნამუშევარი.
გივიკო
16 თებერვალი 2021 02:18
0
უდაოდ ავტორიტეტია და სიტყვა ეთქმის. ეს ფეხბურთეკებთან ურთიერთობის დროს კარგია
ლუკიჩა
16 თებერვალი 2021 02:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული