საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
ბაიერნის მენტალიტეტი აქვს წესით. ფიზიკას და დისციპლინას ყურადღებას მიაქცევს სავარაუდოდ.
გაგი
16 თებერვალი 2021 02:16
0
ვინც არიცით რატო არმუშაობდა 4 წელი ეს ადამიანი არის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ესიყო მიზეზი თორე დამიჯერეთ არც თუ ისე ცუდი გუნდები წაიყვანდნენ
123
16 თებერვალი 2021 02:12
0
საქმიანობაში 4 წლიანი წყვეტა,ძალიან დიდი ვადაა და აუცილებლად გამოიწვევს,კვალიფიკაციის საგრძნობ დაკარგვას.მანდ მიზეზს, მნიშვნელობა აღარ აქვს
სოსო
16 თებერვალი 2021 17:32
2
კარგი სივი აქვს და რომარა შვილის ჯანმრთელობის პრობლემა ალბათ კიდევ უკეთესი ექნებოდა. წარმატებები ჩვენი ქვეყნისთვის
გვეშველება რამე?
16 თებერვალი 2021 02:08
0
რამდენიმემ დაწერა ფულს მოხიკავს და წავაო. ღადაობთ ხო? ტიპს ბუნდესლიგით დაწყებული ლიგით დამთავრებული ყვეკაფერი მოგებულიაქ საკლუბო დონეზე, ბაიერნის ლეგენდაა და საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა. რაფული ტიპს შვილის გამო 3 წელია არუმუშავია და გიჟივით არის ფეხბურთი სწყურია. მაგარი მოტივაციით ჩამოდის და ღმერთმა ქნას ამჯერზე მაინც ვქნათ რამე
1234
16 თებერვალი 2021 02:07
0
თუ ჩვენებური მენტალიტეტი ჰქონია,მაშ მთლად დარხეული გვქონია,რადგან მასაც თურმე მოედანზე ზოზიალი,მოკლე პასი,და მხოლოდ 10 წუთი მოძრაობა ჰყვარებია.
ჟორიკა
16 თებერვალი 2021 02:06
6
თუ გავითვალისწინებთ საქართველოს შელახულ რეპუტაციას ალბათ არარის ცუდი ვარიანტი. ამას დრო გვიჩვენებს კარგია თუ ცუდი.
)))
16 თებერვალი 2021 02:01
0
კარგია თუ ცუდი ამას დრო გვიჩვენებს. სივი კარგი აქვს, ბაიერნის ლეგენდა, საფრანგეთის ნაკრები, ბორდოს მთავარი მწვრთნელი, ანჩელოტის ასისტენტი და ცოტახნით ბაიერნის მთავარი მწვრთნელიც. 4 წელი რატო იყო უმუშევარი ალბათ ბევრმა არიცით, შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამიტომ არმუშაობდა მწვრთნელად. ჯერ გაერკვიეთ და მერე აკრიტიკეთ. ქართველ მწვრთნელებს რა თქმა უნდა ჯობია ყოველ მიზეზ გარეშე ამაზე დავაც არ ღირს. ღმერთმა ქნას რომ ამ კაცის მწვრთნელობის დროს მაინც ვეღირსოთ რამეს
ქართველი
16 თებერვალი 2021 01:59
0
ვაისის ნაირი მწვრთნელი იქნება ესეც ისევ ფედერაციაში გადაწყდება ყველაფერი ისინი დაწერენ შემადგენლობას და ეს ჩამოვა თამაშამდე 3-4 დღით ადრე და თამაშის მერე წავა აი ჩემი სიტყვები ახლავე ვამბობ შედეგი იქნება 0 და ვაცადოთ ვაცადოთ ვაისაც ვაცადეთ 5 წელი და შედეგი 0 დადო
გიო
16 თებერვალი 2021 01:02
9
არაა ცუდი ვარიანტი, გამოცდილმა ვერაფერი მოგვიხერხა და იქნებ დამწყებმა გაამართლოს. ჭკვიანი და მშრომელი ფეხბურთელი იყო, გამარჯვებულის მენტალიტეტით. ვნახოთ რას იზავს. სხვათაშორის ცუდი სეზონი არ ქონდა რამოდენიმე წლის წინ ბორდოში.
გიონატ
16 თებერვალი 2021 01:01
0
ვაისი საქართველოში თამაშის წინა დღეებში თუ ჩამოვიდოდა და სანიოლია აქ დამბინავებელი? მეტი არაა ჩემი მტერი მაგან საქართველოში ტალანტები ეძებოს. ისე ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკობას ჩვენთან ნებისმიერი შეძლებს თუ აკვირდებით. გადაიდე ფეხი ფეხზე და მიიღე სერიოზული სახე. ხანდახან ვინმეს დედაც აგინე და სილაქი უთავაზე, სულ ეგაა.
ირაკლი
16 თებერვალი 2021 00:36
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული