დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

AutoSharing Option
"პირველ არხზე", გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

"სანიოლი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ის 21 თებერვალს სუპერთასის შეხვედრასაც დაესწრება.

მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს. სანიოლს ჩვენი ფეხბურთელების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს და მათ შესახებ ინფორმაციასაც იძიებს.

ვილის მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი ასისტენტი ეყოლება. მისი სურვილია, რომ მეკარეების მწვრთნელი, ერთი ასისტენტი და ანალიტიკოსი ქართველი იყოს.

ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ ადამიანი,
რომელსაც, ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილება გააჩნია. რატომ არ ჩანდა ის 4 წლის განმავლობაში სამწვრთნელო ასპარეზზე, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ და თუ სურვილი ექნება, კომენტარს ალბათ თავად გააკეთებს.

სანიოლს დიდი პაუზის შემდეგ წარმატების მიღწევა სურს და ძალიან ამბიციური გეგმებით მოდის.

ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო... მოლაპარაკებები და დანიშვნა კი იმიტომ გაჭირდა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გადაადგილების პრობლემა იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება, სრულყოფილი შეკრება ვერ გვექნება. ამიტომ სანიოლს სხვა სახის სამუშაო ექნება ჩასატარებელი", - თქვა მუჯირმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რატომ გვისაიდუმლოებს ეს ... ფედერაცია ხელფასს. ხომ ჩვენ ფულს იხდის??? გაგვაგებინეთ რა არის ვილი სანიოლის ხელფასი, გაასაჯაროვეთ კონტრაქტი. ცხვრები ვართ რა ეს ქართველი გულშემატკივარი და მაგიტომ არაფერი ეშველება ამ ქართულ ფეხბურთს
16 თებერვალი 2021 18:51
4
ბატონო დავით, კაცი რომელიც ოთხი წელი ,,ბურთს" არ გაკარებია და ,,გარტყმაში" არ არის, როგორ ნიშნავთ ნაკრების მწვრთნელად!!!! ფეხბურთის თამაში მწვრთნელობას არ ნიშნავს!!!
მამადუ
16 თებერვალი 2021 18:31
5
წარმატებები ვილის. მე მომეწონა ეს არჩევანი
las
16 თებერვალი 2021 17:26
6
"მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს"

კონტრაქტში სიტყვა "ხშირად"-ს რომ ჩაწერს, ის იურისტი სამსახურიდან უნდა გაუშვა.
gia
16 თებერვალი 2021 17:06
3
რაც დაავალეს, რაც მოიფიქრეს, რაც შეძლეს - იურისტსაც ის ჩააწერინესა, რა ქნას იურისტმა?
alibaba
16 თებერვალი 2021 20:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული