დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

AutoSharing Option
"პირველ არხზე", გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა.

"სანიოლი საქართველოში კვირის ბოლოს ჩამოვა. ის 21 თებერვალს სუპერთასის შეხვედრასაც დაესწრება.

მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს. სანიოლს ჩვენი ფეხბურთელების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს და მათ შესახებ ინფორმაციასაც იძიებს.

ვილის მხოლოდ ერთი ჩამოყვანილი ასისტენტი ეყოლება. მისი სურვილია, რომ მეკარეების მწვრთნელი, ერთი ასისტენტი და ანალიტიკოსი ქართველი იყოს.

ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ ადამიანი,
რომელსაც, ვფიქრობ, რომ დიდი გამოცდილება გააჩნია. რატომ არ ჩანდა ის 4 წლის განმავლობაში სამწვრთნელო ასპარეზზე, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ და თუ სურვილი ექნება, კომენტარს ალბათ თავად გააკეთებს.

სანიოლს დიდი პაუზის შემდეგ წარმატების მიღწევა სურს და ძალიან ამბიციური გეგმებით მოდის.

ხანგრძლივი მოლაპარაკება გვქონდა. ისე არ იყო, რომ დავურეკეთ და ვუთხარით, ვილი, ნაკრებში გნიშნავთ და ჩამოდიო... მოლაპარაკებები და დანიშვნა კი იმიტომ გაჭირდა, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო გადაადგილების პრობლემა იყო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებამდე საქართველოს ნაკრები 22 მარტს შეიკრიბება, სრულყოფილი შეკრება ვერ გვექნება. ამიტომ სანიოლს სხვა სახის სამუშაო ექნება ჩასატარებელი", - თქვა მუჯირმა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ნუ გამოხტებით ეხლა ზოგიერთი ჟურნალისტი და გულშემატკივარი და პირველივე ინტერვიუზე ნუ მიახვედრებთ ადამიანს,რა შარში გაყო თავი. გვერდში დგომაა საჭირო პირველ რიგში. ერთი ფეხის დაცდენაზე რომ ვახრჩობთ ხოლმე ადამიანს,თითქოს წმინდანები ვიყოთ.წარმატებები ვილის და საქართველოს ნაკრებს!!!
საქართველო
16 თებერვალი 2021 18:53
6
გენაცვალე ზუსტად! 100% მართალი ხარ!
s
16 თებერვალი 2021 22:19
2
ისე გამოდის წარმოდგენა არ აქვს რაზე აიღო პასუხისმგებლობა და ჩვენ და ჟურნალისტებმა არ უნდა გავუმხილოთ "რა შარში გაყო თავი"??? ისე გამოდის ბრმას ცოლი მოუკვდა და არ უთხრათო :)
ისე სად გინახავთ ქართველი გულშემატკივრის მიერ მიხრჩობილი მწვრთნელი. რაც ნაკრებიარსებობს გვაჩვევენ იმას რომ აი მაინ არაფერი შანსი არ გვაქვს და მაქსიმუმს თუ გააკეთებს ვიღაც მილიონინა ხელფასიანი მწვრთნელი მადლობელი უნდა ვიყოთ და მაქსიმუმი ისაა რომ ჯგუფში ბოლოზე არ უნდა გავიდეთ
გიორგი
17 თებერვალი 2021 11:31
1
ყველა გამოხმაურება
"მის კონტრაქტში ჩავდეთ პუნქტი, სადაც წერია, რომ ფრანგი სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ხშირად უნდა ჩამოვიდეს"

კონტრაქტში სიტყვა "ხშირად"-ს რომ ჩაწერს, ის იურისტი სამსახურიდან უნდა გაუშვა.
gia
16 თებერვალი 2021 17:06
3
რაც დაავალეს, რაც მოიფიქრეს, რაც შეძლეს - იურისტსაც ის ჩააწერინესა, რა ქნას იურისტმა?
alibaba
16 თებერვალი 2021 20:32
0
რატომ გვისაიდუმლოებს ეს ... ფედერაცია ხელფასს. ხომ ჩვენ ფულს იხდის??? გაგვაგებინეთ რა არის ვილი სანიოლის ხელფასი, გაასაჯაროვეთ კონტრაქტი. ცხვრები ვართ რა ეს ქართველი გულშემატკივარი და მაგიტომ არაფერი ეშველება ამ ქართულ ფეხბურთს
16 თებერვალი 2021 18:51
4
დაღუპვა ადამიანი.. თუ რაიმე შანსი ჰქონდა კიდე დიდ ფეხბურთში დაბრუნების,ერთ წელიწადში ფედერაცია გაუშვებს უნიფხვოდ( ლიტყვიან ფული შემოგვეჭამაო), რეზულტატს ამ თაობის ფეხბურთელებთან ერთად ვერ აჩვენებს,ხოდა კობიაშვილ- მუჯირის მთელი ცოდვები მასზე გადატყდება.
ჟორა
16 თებერვალი 2021 19:39
9
კობიაშვილი სამაგიეროს უხდის, ადრე მასზე რომ გაიწია
goga
17 თებერვალი 2021 01:13
0
წარმატებები ვილის. მე მომეწონა ეს არჩევანი
las
16 თებერვალი 2021 17:26
6
ბატონო დავით, კაცი რომელიც ოთხი წელი ,,ბურთს" არ გაკარებია და ,,გარტყმაში" არ არის, როგორ ნიშნავთ ნაკრების მწვრთნელად!!!! ფეხბურთის თამაში მწვრთნელობას არ ნიშნავს!!!
მამადუ
16 თებერვალი 2021 18:31
5
ხშირად კი არ უნდა ჩამოვიდეს აქ უნდა გადმობარგდეს და იცხოვროს! წარმატებები
თემო
17 თებერვალი 2021 05:18
0
საქართველოში ყველამ ყველაფერი რომ იცის, განსაკუთრებით ფეხბურთი და ყველა ჭკუის დამრიგებელია, ეგ ცნობილია. ჰოდა, სანამ ახალი მწვრთნელი საქმიანობას შეუდგება, მიაყარეთ კომენტარები, ასწავლეთ, რა სქემა და ტაქტიკა შეარჩიოს, ვინ ათამაშოს, ვინ შეიყვანოს, ვინ გაიყვანოს და ა.შ. მერე კი, აცალეთ, მაინც არავის აზრი დააინტერესებს და ტყუილად ნუ გაირჯებით "ბრძნული" აზრების ფრქვევით. რა ნედლეულიც არის, იმის შესაბამის პროდუქტს შექმნის. უბრალო მინისგან ბრილიანტი არ გამოვა. ვაისმა საუკეთესო შედეგი დადო, მაგრამ არ დაუფასეს. არც ქართველს, არც უცხოელს ჯადოქრობა არ შეუძლია(რომელიმე ერთ თამაშში შეიძლება გამონაკლისი მოხდეს), "ზაპოროჟეცით" "ფერარი"-ს რომ გაუსწროს. სანიოლის და საქართველოს ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ.
ზურა
17 თებერვალი 2021 12:56
3
გეთანხმებით ბევრ საკითხში, უბრალოდ თქვენი აზრის მიმდინარეობა მეგონა ასე დასრულდებოდა: "რა ნედლეულიც არის, იმის შესაბამის პროდუქტს შექმნის" და შექმნილი პროდუქტის შესაბამისი ხელფასი უნდა აიღოს ;) აი ეგ იქნება სამართლიანი. თორემ მე ხელფასს მაინც ავიღებ და საქართველოს ნაკრები თუნდაც ბოლო ადგილზე გასულა - ეგ წესიი მოქმედებს ბოლო რამდენიმე ათწლეულია და ვიხდით მილიონებს სრულიად სამარცხვინო შედეგში.
გიორგი
17 თებერვალი 2021 14:39
0
რას ნიშნავს ხშირად ჩამოსვლა?! სულ აქ უნდა იყოს და თამაშებს დაესწროს! აეყვანათ ქართველი მწვრთნელი, ჭიაბრიშვილი მაგალითად.
მერაბი
17 თებერვალი 2021 09:44
2
ცხონებული ფარსადანოვიჩი დინამოს ბაზაზე ათენ-აღამებდა, ფეხბურთელებთან ჭამდა, სვამდა (კომპოტს) და მათი ცხოვრებით ცხოვრობდა, სანამ გუნდს ააწყობდა იქამდეც და მერეც.. დღევანდელ საქართველოს ნაკრებში იმდენი საქმეა დაგროვილი, შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელი არაფრის დიდებით არ იტყოდა - თქვენს ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებო.. ნეტაი კი, ვცდებოდე და ეგ ფეოლა აღმოჩნდებოდეს და მე - მკითხავი ვარდუა...
აღმოსავლეთ ტრიბუნიდან
17 თებერვალი 2021 12:54
0
"ცხონებული ფარსადანოვიჩი" საკლუბო გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო და იმას აკეთებდა, რასაც ყველა მწვრთნელი. ნაკრები სულ სხვაა და ისინი წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე, საშუალოდ 3-4 დღით იკრიბებიან. რაც შეეხება ჩემპიონატზე დაკვირვებას, აქ ყავს წარმომადგენლები, რომლებიც უმზადებენ და უგზავნიან სტატისტიკას, ვიდეოჩანაწერებს.
დათო
17 თებერვალი 2021 14:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული