ვილი სანიოლი: თითოეულ ქართველ ფეხბურთელს უნდა ეამაყებოდეს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა

AutoSharing Option
სფფ-ის "Facebook-გვერდი" საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს.

როგორც მათ დააანონსეს, სრული ინტერვიუ 19:00 საათზე დაიდება, 1-წუთიან ნაწყვეტში კი სანიოლი ამბობს:

"ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე მე ვერაფერს შევცვლი.

ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ თავიანთი ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ.

თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, წარმატების მიღწევას შევძლებთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ჩამოვედი, სწორედ ეს არის. აქ წარმატების პოტენციალს ვხედავ.

ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ.
ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. 99%-ით დახარჯვა საკმარისი არასდროს არის, 100%-ით დახარჯვას კი წარმატება ყოველთვის მოაქვს", - ამბობს სანიოლი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
მწვრთნელი ჩვენთვის არის ის, ვინც ოპტიმალური შემადგენლობის გამოყვანას შეძლებს და შემტევ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს. ვინც შეძლებს კონფლიქტი არ შექმნას გუნდში და თან ფეხბურთელების დაკრულზე არ იცეკვებს. თუ კვარა, ჩაკვე ფორმაში იქნებიან და ის მოსიე ბელგიის პირველ ლიგაში რომ თავდამსხმელია დაგვემატება, მაშინ მთავარი ისღა დარჩება შეცვლები არ დააგვიანოს და რამე სისულელე არ ქნას და მოგებით ყველაფერს მოვიგებთ ასე მგონია. იმ ორისნაირი ფეხბურთელი ქართველებს ქინქის მერე არ გვყოლია. პატივისცემით ყველასთან. ოქრიაშვილს, კანკავას, ლორიას და კიტეიშვილს დავტოვებდი უცვლელად ძირითადის ფეხბურთელებად
გადასარევი გიორგი
02:52 23-02-2021
0
ჩვენი ბონაპარტიც გამოჩნდა და იმედია ვატერლოოს მოვიგებთ ))
დევკალიონი
00:07 23-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული