ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

ვილი სანიოლი: თითოეულ ქართველ ფეხბურთელს უნდა ეამაყებოდეს ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა

AutoSharing Option
სფფ-ის "Facebook-გვერდი" საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ინტერვიუდან ნაწყვეტს აქვეყნებს.

როგორც მათ დააანონსეს, სრული ინტერვიუ 19:00 საათზე დაიდება, 1-წუთიან ნაწყვეტში კი სანიოლი ამბობს:

"ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დისციპლინის გარეშე მე ვერაფერს შევცვლი.

ფეხბურთელებს უნდა ეამაყებოდეთ ნაკრებში თამაში და მათ თავიანთი ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ.

თუ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვექნება, წარმატების მიღწევას შევძლებთ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აქ ჩამოვედი, სწორედ ეს არის. აქ წარმატების პოტენციალს ვხედავ.

ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ.
ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. 99%-ით დახარჯვა საკმარისი არასდროს არის, 100%-ით დახარჯვას კი წარმატება ყოველთვის მოაქვს", - ამბობს სანიოლი.

ასევე დაგაინტერესებთ