ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს და "ჯვაროსნებში" ითამაშოს.

"ჯერ ამ თემაზე რაიმეს ლაპარაკის უფლება არ მაქვს. როდესაც კონკრეტიკა იქნება, მაშინ ყველაფერი ცხადი გახდება.

ახლა "ვორსკლას" შემადგენლობაში ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. ამ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კოლექტივმა და მწვრთნელმა ჩინებულად მიმიღეს. მინდა სტაბილურობას მივაღწიო, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს და კიევის "დინამოში" დასაბრუნებლად თავი წარმოვაჩინო.

ვფიქრობ, ჩვენ "ვორსკლასთან" ერთად ევროტურნირებზე გასვლა ძალგვიძს. ახლა მთავარი პრობლემა მოედნები
და ამინდია. არ მეგონა, თუ მატჩებს არ გადადებდნენ და ისეთ მოედნებზე ვითამაშებთ, რომლებიც სეზონისთვის აშკარად არ არის მზად. ვფიქრობ, ეს ჩვენ, ფეხბურთელებს, ჩვენი ოსტატობის 100%-ით ჩვენებაში ხელს შეგვიშლის. ამას გარდა, ტრავმების მიღების რისკიც გაიზარდა, მით უმეტეს, ნაკრების წევრებისათვის", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football-ი.

მოკლედ, გიორგიმ არ დააკონკრეტა, თუმცა ქვეტექსტიდან იკითხება, რომ საქართველოს ნაკრებში მისი თამაში გადაწყვეტილი ამბავია.

ასევე დაგაინტერესებთ