გავიხსენოთ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2019 წელს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, უკრაინამ სამხრეთი კორეა 3:1 დაამარცხა, ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა და 89-ე წუთზე მეტოქეს მესამე გოლი გაუტანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წიტაიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და "ჯვაროსანი" გახდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რეალურად შევხედოთ ამ საკითხს. ჯერ ვინაა პასუხისმგებელი ბიჭს ამ ნაბიჯით რომ აწყობილი საქმე არ გაუფუჭდება, რასაც უკრაინის მხარე არც მალავს. გასაგებია, იქ შედგა ფეხბურთელად და დიდი თანხა და შრომაც ჩადეს უკრაინელებმა მასში, და ეხლა უცბად პაკა!!! თან გასათვალისწინებელია რომ ის უკრაინელია-ქართული გვარით. მენტალობა და ხასიათი ეგრწვე ეროვნ.ნაკრებში შესაძლოა გაუცხოებამ იჩინოს თავი.
gela
24 თებერვალი 2021 17:55
0
აფრასიძეს ლელო გამახსენდა ირლანდიასთან
ირაკლი
23 თებერვალი 2021 17:37
0
სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს მაგის ფუფუნება ზურა. წყალწაღებულებივით ვართ. ხავსს ვეჭიდებით და მაგიტომაც გვაქვს საქმე სახვეწრად, თორემ რამდენიმე კაცი რომ გვყავდეს ამაზე ოდნავ უკეთესი, ნამდვილად არ გახდებიდა საქმე სახვეწრად. ესაა სამწუხარო რეალობა
იკა
23 თებერვალი 2021 11:03
2
რაღაცნაირი ზერელე და უთავმოყვარეო დამოკიდებულება გვაქვს ქართველებს. მაგან თავის დროზე არჩევანი გააკეთა და ახლა საქართველოს ნაკრები ბოლო პრასვეტია თუ? ასე მიეჩვევა მერე ყველა და აგდებით შეხედავს ეროვნული ნაკრების მაისურს აბა რა იქნება? ფეხბურთელისთვის უნდა იყოს ნაკრები პატივი და არა პირიქით...
ზურა
23 თებერვალი 2021 09:30
4
... ჩვენ თავში ჩავიხედოთ!!! შეცდომა არ მოგვსვლია???!!! 19წლის ბიჭს , რომ უქრის თავში , ამას უნდა მტკიცება???!!! მთავარია დაფიქრდე ადამიანი და მიიღო სწორი გადაწყვეტილება!!! ცხონებული ბაბუამისი, როგორ განიცდიდა ამ ამბავს ხვდებით??? მაგრამ კარგია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა!!!
დათო
23 თებერვალი 2021 13:59
1
ზურა-ს
იქნებ ფეზბურთელებიდან და კალათბურთელებიდან არ დავიწყოთ პატრიოტიზმის მოთხოვნა? ა გვერძე საიტზე წერენ რომ 75000 კაცი ითხოვს გერმანიაში სამუშაოდ წასვლას(აქედან 90% აღარასდროს არა უკან დამბრუნებელი),16 წელია ვაშენებთ ერთ ავტობანს-წითელი ხიდიდან ბათუმამდე,სულ რაღაც 400 კმ,ყველა რჯულის და წარმოშვების აფერისტი იგებს ტენდერებს,ყველა მთავრობა იძახის ამდენი ფული ჩავდეთო და პირველ 4 წელიწადში აშენებულ თბილისი-გორის მონაკვეთს სულ 70 კმ. შეემატა.ბიძინიას მილიარდების უსაფრთხოებას შევწირეთ ქვეყნის მომავალი.
და თქვენ კი ერთი ბიჭის გადაწყვეტილებას აკრიტიკებთ.
ჟორიკა
23 თებერვალი 2021 13:04
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული