ესპანეთის ნაკრებთანაც ცარიელი ტრიბუნებით - გულშემატკივრებს სტადიონზე არ შეუშვებენ?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისევ მხარდაჭერის გარეშე დარჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შესახებ ისაუბრა:

"პირველი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები; პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) - პირველი აპრილიდან".

ასე რომ, სტადიონებზე მაყურებელთა დასწრება 1-ლი აპრილიდან იქნება ნებადართული და შესაბამისად, 28 მარტს საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო მატჩს ესპანეთთან გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

თუ რა ტრაგიკული შედეგი
მოიტანა საქართველოს ნაკრებისთვის ცარიელ არენაზე თამაშმა, ამას ჩვენი შეხსენება არ სჭირდება. მხოლოდ იმას გაგახსენებთ, თუ რა განაცხადა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრის წინ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა:

"დიდი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს სახლიდან ვუქომაგოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენი სახლიდან მხარდაჭერით უარესად არ ითამაშებენ".

ფაქტს აღვნიშნავთ - უარესად ითამაშეს და თან, ძალიან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ინფიცირებულს ვეღარ პოულობენ ვერც ქვეყანაში და მით უმეტეს თბილისში.რაღა უნდათ ვერ გავიგე.ნიღბებით და დისტანციით რომ დაესწროს მაყურებელი რადაშავდება? რომელი ყოველ წელს ჩამოდის ესპანეთის ნაკრები თბილისში სათამაშოდ?
ნუკრი
24 თებერვალი 2021 22:59
5
ანუ გამოდის კობიაშვილი კალაძესთვის ჩივაძესთვის მთავრობის წევრებისთვის შეიძლება უბრალო ხალხისთვის არა უნამოსობა
macbook pro
24 თებერვალი 2021 22:48
7
მართალია ყველაფერი. მადლობა
სასვენი ნიშნები
25 თებერვალი 2021 14:47
0
ისედაც გადარეულია ხალხი, იმედია სისულელეს არ ჩაიდენენ და მაყურებელს შეუშვებენ.
x.x
25 თებერვალი 2021 11:22
2
მასიური IQ ტესტი რო ჩაატარო - მოსახლეობის ნახრვარი 60 ქულას ვერ ააგროვებს. ფაქტს ავღნიშნავ.
Dato
25 თებერვალი 2021 05:07
1
მომხრე ვარ ჯარი და პოლიცია შეიყვანონ მაყურებლებად , ორგანიზებულად, დისტანციის და ყველა სხვა მოთხოვნის დაცვით დაასწრონ ამ თამაშს. ჯარისკაცებისა და პოლიციელებისათვის ეს საკმაოდ კარგი საჩუქარი იქნება. სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ პატივისცემის გამოხატულება! თანაც ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები არავისზე ნაკლებად არ უგულშემატკივრებენ ჩვენს ნაკრებს!
aburjga
25 თებერვალი 2021 10:17
1
მანამდე იმედია სიტუაცია შეიცვლება უკეთესობისაკენ. რაც შეეხება ჩრდილოეთ-მაკედონიასთან წაგებას იქ მაყურებელი ვერაფერს შეცვლიდა მხოლოდ მოთამაშეზე ერთი ლიტრა ნიშადური ნაკლები არ უშველიდა.ესპანელების სანახავად თუ მივა კაცი სტადიონზე თორემ ჩვენები კორეასა და ყაზახეთში თუ მიიწვიეს სიხარულით ცას წვდებიან.
w
25 თებერვალი 2021 09:41
5
28 არ შეიძლება და 1 ანუ სამ დგეში კი.ანუ 3 დგეში კორონა აღარარის მორჩა,ვაი თქვენ ვუი ჩვენ,ერთი კაცის ხუშტურზე დავდივართ მთელი საქართველო უარესის ღირსნი ვართ.ვაი საით მიაქანები შე საცოდავო საქართველო
butxa
25 თებერვალი 2021 03:51
16
გამორთე გვარამია, სპორტულ არხებს მიეძალე,რავიცი თავს დებ გულშემატკივრობაზე.
:-)
25 თებერვალი 2021 09:42
4
რაღაც აბსურდია, სამი დღე რას წყვეტს გაუგებარია?! ცალკე ნორმატივი შემოიღონ ამ თამაშზე და 15 ათასი მაინც დაუშვან ტრიბუნებზე! თუ უეფა არ იქნება წინააღმდეგი.
მერაბი
25 თებერვალი 2021 09:35
0
30-40 პროცენტი დაასწრონ დისტანციით რა მოხდება...
KA
25 თებერვალი 2021 03:38
0
იმედია გადაწყვეტილების მიმღებთა შორის გამოჩნდება გონიერი და ურჩევთ რომ სამი დღის გამოხალხს არ გააღიზიანებენ და დისტანცის დაცვის მოთხოვნით და შესრულებით მიცემენ გულშემატკივარს დასწრების უფლებას, მეორემხარე ისედაც უსისხლოებით თამაშობენ და გულშემატკივრის გარეშე სულ გაჩერდნენ ვერ ნახეთ რა დაემართა გუნდს მაკედონიასთან
კახა
25 თებერვალი 2021 03:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული