იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა - ის პირველ მატჩს საქართველს წინააღმდეგ ჩაატარებს

AutoSharing Option
შვედური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ "მილანის" 39 წლის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

მან ნაკრების მთავარ მწვრთნელ იან ანდერსონთან შეთანხმებას მიაღწია, რის მიხედვითაც, ის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში საქართველოსთან და კოსოვოსთან დაპირისპირებაში გამოძახებული იქნება.

ანდერსონი ოფიციალურად შემადგენლობას რამდენიმე დღეში დაასახელებს, თუმცა ყველა შვედური სპორტული გამოცემა ერთხმად ამტკიცებს, რომ ზლატანი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ეროვნულ ნაკრებში 2016 წლის შემდეგ აღარ უასპარეზია. შვედეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 25 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 36 /
ესღა გვაკლდა
sormona
06 მარტი 2021 16:27
2
ეშინიათ და აძლიერებენ, მესი უნდა დაიმატონ, იციან ხიზანა აქ არის, ფეხბურთი ჭადრაკივით ესმის.........
kaxa
06 მარტი 2021 16:12
4
სულ მცირე 2 ბურთს გაგვიტანს, სულ მცირე... ა ნახავთ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. მაგის შემჩერებელი ჩვენ არ გვყავს.
111
06 მარტი 2021 15:35
16
გრიგიგალავა ფეხს არ გაანძრევინებს )))
Zaza
06 მარტი 2021 16:39
3
ბიჭები ხართ?ბიჭები მოვდივართ და დაგვხვდით
ბაჩი
06 მარტი 2021 14:23
3
ზლატან, უყურე კვარას და დატკბი dddd
ზაზა ნ
06 მარტი 2021 14:20
3
რაღა ჩვენტან ზლატუშ
მოგეცადა ერთი წელი
06 მარტი 2021 14:20
2
მცირე იმედიც კი რაც მქონდა ისიც დავკარგე ამის მერე ასაკს რა მნიშვნელობა აქვს იბრასთვის როცა მაგარ ფორმაში სერიას 14 მატჩში 14 გოლი და დიდ წილად მისი დამსახურება მილანის წლევანდელი კარგი შედეგები ჩვენ ხო არასდროს არ გვიმართლის და რაც ყველაზე ცუდია ახლა დაიტრამვა კიტეიშვილი და ახლა არიან უპრაქტიკოდ ჩვენი ცეტრალური მცველები :((
ჯონი
06 მარტი 2021 14:20
4
აგერ ბატონი გაჭირვებულიც,აღმართი და ქვაც გამოჩნდა
ანტონ პეხნიჩეკი
06 მარტი 2021 14:14
2
37 წლის პანდევმა რა გვიყო და ახლა 39 წლის იბრაა გვინდოდა კიდე რომელიც ძაან მაგარ ფორმაშია ამდენი წელი არ გამოუძახებიათ შვედეთის ნაკრებში და მაინც და მაინც ახლა გამოიძახეს საქართველოს ნაკრებთან ესეც ჩვენი ბედი ისე ლორიას ოცნება აუხდება როგორც ვიცი იბრაჰიმოვიჩის დარტყმულის აღებაზე ოცნებებს და ექნება შანსი იმედი მაქვს არ გაუშვებს :))
გიო
06 მარტი 2021 14:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული