გურამ კაშია: თუ მწვრთნელი და ფედერაცია გადაწყვეტს, რომ ნაკრებს აღარ ვჭირდები - კი ბატონო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ 11-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე ითამაშა. "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე" ინტერვიუში ისაუბრა:

"შემოთავაზებებს ველოდებოდი, "ლოკომოტივმა" მომცა იმის თავისუფლება, რომ დავლოდებოდი, შეკრებაზე გავყევი და ჩემი აზრით, ამის შემდეგ გუნდის შეცვლა რთული და არასწორი იქნებოდა. გუნდში გარემო მომეწონა და გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, თბილისის "დინამო" ჩემი გუნდია, მაგრამ ახლა "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარ და მისთვის დავიხარჯები.

ხალხი რომ იძახის, ჩვენს ჩემპიონატში დაბალი დონეაო, ასე არ არის. ჩემი გუნდელები, ახალგაზრდები ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ერთადერთი
ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაა საჭირო.

30 წელს რომ გადაცდები ფიქრობ, ნაკრებში შეიძლება ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომელსაც ადგილი უნდა დაუთმო, მაგრამ თუ მწვრთნელი და ფედერაცია გადაწყვეტს, რომ გუნდს აღარ ვჭირდები - კი ბატონო. თუმცა, ვიდრე შემიძლია, მინდა გუნდს დავეხმარო. ეს რთული გადაწყვეტილებაა, ასე უცბად ვერ მიიღებ.

მაკედონიასთან ჩვენთვის ყველაზე დიდი მატჩი იყო, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. ეპიდემიიდან გამომდინარე, ბევრს არ გვქონდა სათამაშო პრაქტიკა და ძალიან გაგვიჭირდა. ერთი მომენტი ჰქონდა მეტოქეს და გამოიყენა.

სამწუხარო ისაა, რომ ახალ მწვრთნელს ნაკრების ტაქტიკურად მოსამზადებლად დრო არ აქვს. პირველ მატჩამდე სულ 2-3 ვარჯიში გვექნება".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ფედერაცია რომ წყვიტავს ვინ სად უნდა ითამაშოს,იმიტომ არის ფეხბურთის საქმე კარგად.
ოპტიმისტი
23:16 07-03-2021
2
ფედერაციას რატო ეკითხები ?! ისინი წყვეტენ ვინ როდის მოვა ითამაშებს ანდა წავაა?
beqa
23:00 07-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული