გურამ კაშია: თუ მწვრთნელი და ფედერაცია გადაწყვეტს, რომ ნაკრებს აღარ ვჭირდები - კი ბატონო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ 11-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე ითამაშა. "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე" ინტერვიუში ისაუბრა:

"შემოთავაზებებს ველოდებოდი, "ლოკომოტივმა" მომცა იმის თავისუფლება, რომ დავლოდებოდი, შეკრებაზე გავყევი და ჩემი აზრით, ამის შემდეგ გუნდის შეცვლა რთული და არასწორი იქნებოდა. გუნდში გარემო მომეწონა და გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, თბილისის "დინამო" ჩემი გუნდია, მაგრამ ახლა "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარ და მისთვის დავიხარჯები.

ხალხი რომ იძახის, ჩვენს ჩემპიონატში დაბალი დონეაო, ასე არ არის. ჩემი გუნდელები, ახალგაზრდები ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ერთადერთი
ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაა საჭირო.

30 წელს რომ გადაცდები ფიქრობ, ნაკრებში შეიძლება ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომელსაც ადგილი უნდა დაუთმო, მაგრამ თუ მწვრთნელი და ფედერაცია გადაწყვეტს, რომ გუნდს აღარ ვჭირდები - კი ბატონო. თუმცა, ვიდრე შემიძლია, მინდა გუნდს დავეხმარო. ეს რთული გადაწყვეტილებაა, ასე უცბად ვერ მიიღებ.

მაკედონიასთან ჩვენთვის ყველაზე დიდი მატჩი იყო, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. ეპიდემიიდან გამომდინარე, ბევრს არ გვქონდა სათამაშო პრაქტიკა და ძალიან გაგვიჭირდა. ერთი მომენტი ჰქონდა მეტოქეს და გამოიყენა.

სამწუხარო ისაა, რომ ახალ მწვრთნელს ნაკრების ტაქტიკურად მოსამზადებლად დრო არ აქვს. პირველ მატჩამდე სულ 2-3 ვარჯიში გვექნება".

მკითხველის კომენტარები / 22 /
არადა გურამს რო ვაწვებით, კვირჯველია ხო არი რა, ის პირდაპირ წერს "ერთი სული მაქვს ახალ მწვრთნელთან მუშაობას როდის დავიწყებო" აი ვინაა უტიფარი და თავგასული.
რატი
20:10 08-03-2021
0
ფედერაცია მუდამ და აქტიურად არის ჩაბმული ქართ.ფეხბურთში, აბა რაზვალს ხო არ გაასწორებს, მითუმეტეს ეხლა როცა მწვრთ.ჯერ აზრზე არაა, იაშკამ და ხიზანამ იციან ვინ,სად და რას აკეთებს, პირველ ეტაპზე რათქმა უნდა გუნდს ეგენი დააკომპლექტებენ, მერე ეს კაციც ნახავს რა, მიდგება-მოდგება და ასე.
gela
20:06 08-03-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული