ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი ზურა ხიზანიშვილი გახლდათ.

ხიზანიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მარტის თამაშებისთვის ბუდუ ზივზივაძე ნაკრების გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში იქნება.

მისივე თქმით, განიხილება ასევე ბექა მიქელთაძისა და ვატო არველაძის კანდიდატურებიც. ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნულ გუნდს ბევრი კარგი ფორვარდი ჰყავს და გამოძახებული ის იქნება, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია.

ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი მიქაუტაძესთანაც ყველაფერი მოგვარებულია და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ის საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
რა თავდასხმას დაცვას მიხედონდაცვას
ავთო
20:52 12-03-2021
0
ქვილითაია არა კვახი. სისულელეებს ნუ წერთ.
phridoni
14:27 12-03-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული