ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი ზურა ხიზანიშვილი გახლდათ.

ხიზანიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მარტის თამაშებისთვის ბუდუ ზივზივაძე ნაკრების გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში იქნება.

მისივე თქმით, განიხილება ასევე ბექა მიქელთაძისა და ვატო არველაძის კანდიდატურებიც. ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნულ გუნდს ბევრი კარგი ფორვარდი ჰყავს და გამოძახებული ის იქნება, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია.

ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი მიქაუტაძესთანაც ყველაფერი მოგვარებულია და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ის საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
რა თავდასხმას დაცვას მიხედონდაცვას
ავთო
12 მარტი 2021 20:52
0
ქვილითაია არა კვახი. სისულელეებს ნუ წერთ.
phridoni
12 მარტი 2021 14:27
1
ზივზივაძე, მიქაუთაძე და ქვილითაია არის ალბათ სამი თავდამსხმელი, რომლებიც ამ ეტაპზე ნაკრებში თამაშს იმსახურებენ.

არველაძემ და მიქელთაძე რითი იმსახურებენ შანსს გაუგებარია.

იმედია სანიოლი თავის სიტყვას შეასრულებს და ნაკრებში მხოლოდ მათ გამოიძახებენ, ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქვს და შედეგს აჩვენებენ
Just Supporter
12 მარტი 2021 10:42
0
თავდასხმელებიდან სათამაშო პრაქტიკა აქვთ მიქაუტაძეს ქვილითაიას და ზივზივაძეს და პლიუს თუ ვინმეს დამატება შეიძლება კიდე უკრაინაში მოთამაშე სიჭინავაა...
romandro
12 მარტი 2021 10:29
0
დიდ პატივს ვცემ არველაძეებს, მაგრამ ვატოს არ დაუმსახურებია ნაკრებში თამაში,(ისევე როგორც ცხადაძის შვილს როდესაც მამამისმა ათამაშა ) დაანებეთ ამ მარაზმს თავი და გამოიძახეთ ვინც ღირსია, გეყოფათ ხომ ხედავთ სახელიც აღარ დარჩა ქართული ფეხბურთიდან, გინებას შეეეგუეთ უკვე დიდი ხანია ვხედავთ და რა გინდათ ხალხმა კეტით გაგყარონ სტადიონიდან ?
zmo
12 მარტი 2021 10:24
0
sul mjeroda ro budus dauzaxebden nakrebchi, midi budu asaxele sakartvelo, carmatebebi, mjera bevrs gaitan ,
KUTAISELI
12 მარტი 2021 08:31
0
ogond arvelaze ar atamachot , ise autchikat kgavdet burti ro gadavardeba ra burtis momtanad, aba pegburtidan chorsaa da nakrebchi raunda.
KUTAISELI
12 მარტი 2021 08:23
0
და სასწაულში რა იგულისხმება, ნეტა?!.. მთავრობამ რომ გვითხრას, რაც პასპორტები გვქონდა დაბეჭდილი, ინდუსებზე გავეცით და მიქაუტაძისთვის აღარ დაგვრჩაო, ეგ სასწაული იქნება?!...
მ.ტ.
12 მარტი 2021 01:09
1
ხიზანიშვილი და არველაძე. ეს დაგეწერათ სულ და სტატია მზად იქნებოდა. ხალხნო - არანაირი პერსპექტივა არ იქნება სანამ ეს მიდგომა იქნება, ვერ იგებთ თქვენ? მტრები ხართ ამ ქვეყნის? იმიტომაცაა სასაცილო ზურა ხიზანიშვილი რომაა ნაკრებში ასისტენტად, რომ ხომ ხედავთ ეგრევე არველაძეს ახსენებს , კაცს რომელსაც მართალია კარიერა წინ აქვს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, სრულიად გულწრფელად ვწერ, ნეტა პელეზე მაგრად ათამაშდეს, მარა ჯერ სრულიად დაუმსახურებლად ათამაშებენ ნაკრებში. კარგით რა მართლა ვინ ხართ თქვენ, რა ხალხი ხართ. ბარემ ფიფია მოიწვიეთ მეორე მრჩევლად, ვილი არ იქნება წინააღმდეგი როგორც ჩანს არაფერზე და სწრაფად და ეფექტურად მოსწპეთ ის იმედის ნაპერწკალი და მოლოდინი რაც ხვიჩა და ჩაკვეს გამოჩენამ მოიტანა ფეხბურთში
გადასარევი გიორგი
12 მარტი 2021 00:57
2
ეხლა ნახე შეტენიან იმ ფეხბურთელებს თვითონ ვინც აწყობთ. იმ კაჭარავასი არ იყოს, პიტი 15 თამაში 0 გოლს იტანდა და არცერთი ნაკრების თამაში არ გაუმაზია
სოსო
12 მარტი 2021 00:49
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული