ბერიძე უნგრეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს - ის ნაკრებში დააბრუნეს

AutoSharing Option
"უიპეშტის" 23 წლის შემტევმა გიორგი ბერიძემ "კიშვარდასთან" მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, დუბლი შეასრულა და Csakfoci-მ უნგრეთის ჩემპიონატის  26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ბერიძემ ამ სეზონში ჩემპიონატზე 8, ხოლო თასზე 5 გოლი გაიტანა და ახალმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში უხმო.

გიორგის "ჯვაროსნების" რიგებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლო 3 წლის მანძილზე კი არ გამოუძახებიათ.

ბერიძის გუნდი მადიართა პირველობაზე მე-6 ადგილზეა და თასის ნახევარფინალშიც გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან გასახარია ბერიძის წარმატება.ისე დააბრუნეს ნაკრებშიო და მე არ მახსენდება ნაკრებში ბერიძე,გამომრჩა ნეტა რამე?
ბაჩი
17 მარტი 2021 13:28
0
ვაის ყავდა გამოძახებული იმ სმხანაგურებზე ყველა რო გსმოცადა ვითომ
ლშა
05 აპრილი 2021 08:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული