საქართველოს ნაკრებმა სტოკჰოლმში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში მონაწილეობის მისაღებად შვედეთში გაემგზავრა. ვილი სანიოლის გუნდმა სტოკჰოლმში წასვლამდე ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დილის ვარჯიში გამართა.

საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი, რომლებიც ფრანგმა სპეციალისტმა საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გამოიძახა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესარჩევი ეტაპის პირველ სამ შეხვედრაში დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩატარებულმა სავალდებულო კოვიდ-19-ის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ფეხბურთელი მარტის სანაკრებო მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. 24 მარტს
ვილი სანიოლის გუნდი სოლნას "ფრენდს არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესი მატჩის მასპინძელ სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზეა დაგეგმილი. ვარჯიშის დაწყებამდე ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეგ Ჩაბრაძე დაძახებულებში კიდე ბევრს ჯობია, სკამზე არაა და ტრამვა არ აქ, წონა ! რა კრიტერიუმებით ვაფასებთ ნაკრების ბიჭს, აბა რა ვქნათ, იქით კაშია და გრიგალავაა!
gela
12:52 24-03-2021
1
მოკლედ. ნაკრებს გამარჯვებას ვუსურვებ.
პ.ს. ღმერთმა არ ქნას პირველი შეხვედრა ისე დამთავრდეს, როგორც მთელი მსოფლიოს სპეციალისტები თვლიან. თუმცა, მთავარია მიზეზი უკვე წინასწარ ვიცით, ლოჩოშვილი არ გამოიძახეს.
ჰაჰა
11:52 24-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული