ოთარ კიტეიშვილი: პირველი თამაშიდანვე ბოლომდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
შვედეთში გამგზავრებამდე ეროვნული ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ძალიან მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვარ. ტრავმისშემდგომი რეაბილიტაცია შედარებით სწრაფად გავიარე. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს და კალენდარს, რთულ ჯგუფში მოვხვდით და ამასთან ერთად, საკმაოდ რთული კალენდარიც გვაქვს, ექვს დღეში სამი თამაშის ჩატარება გვიწევს. მიუხედავად ყველაფრისა, პირველი თამაშიდანვე ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვთვლი, რომ პირველ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვითამაშებთ და რა შედეგით დასრულდება შეხვედრა. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვსურს და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი
მწვრთნელი ჰყავს. ამასთან ერთად, უახლოეს მატჩებში თამაშის შანსი რამდენიმე დებიუტანტს ექნება. სასიხარულოა, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის საშუალება ბევრ მოთამაშეს ეძლევა. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მას დღეს შევხვდით და გავიცანით. მსურს, რომ წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, რომ მისი კარიერა საქართველოს ნაკრებში წარმატებული იქნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული