"დაბალრეიტინგიანი საქართველოს ნაკრები სანიოლის ხელმძღვანელობით 2 დღეში ცვლილებებს ვერ მოასწრებდა", - შვედები ზომიერად ოპტიმისტობენ

AutoSharing Option
ხვალ საქართველოს ნაკრები შვედეთის ეროვნულ გუნდს "ფრენდს არენაზე" დაუპირისპირდება და ამ თამაშის წინ კომენტარი შვედების კაპიტანმა ანდრეას გრანქვისტმა გააკეთა, რომელიც ერთი პერიოდი "კრასნოდარში" თორნიკე ოქრიაშვილის თანაგუნდელი იყო.

"საქართველოს ნაკრებს რამდენიმე ტექნიკურად ძლიერი ინდივიდუალისტი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის გამოვლენ მოედანზე.

ერთა ლიგის გავლით დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს და ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ. ესაა გუნდი, რომელსაც დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ დიდი პატივისცემით უნდა მოვეპყრათ.

მათი თამაშის ვიდეოჩანაწერები ვნახეთ და ხვალ ვიხილავთ მოედანზე, რა შეუძლიათ. საერთო ჯამში კი, ჩვენ საკუთარი
პრინციპებით ვიმოქმედებთ და ჩვენი ფეხბურთის თამაშს ვეცდებით", - თქვა გრანქვისტმა.

თითქმის იგივე გაიმეორა და დაამატა შვედების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა:

"ბევრი ტექნიკური და ინდივიდუალისტი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებსაც შემტევი ფეხბურთი ძალიან მოსწონთ. ჯერ დიდი წარმატებისთვის არასდროს მიუღწევიათ და ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ.

მთავარი მწვრთნელი ცოტა ხნის წინ შეცვალეს და ეს ჩვენთვის დამაფიქრებელია, მაგრამ 2 დღეში მისთვის სასურველი ცვლილებების განხორციელებას, სავარაუდოდ, ვერ მოასწრებდა.

მათი თამაში შეტევასა და დაცვაში ვნახეთ და ცოტათი განვიხილეთ კიდეც. ჩემს ფეხბურთელებს ბევრი არაფერი უნახავთ და ამომწურავ ინფორმაციას არ ფლობენ. ის კი იციან, რომ საქართველოს ნაკრებში ტექნიკური ფეხბურთელები თამაშობენ", - აღნიშნა ანდერსონმა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ცოტა განვიხილეთო და ფეხბურთელები ამომწურავ ინფორმაციას არ ფლობენო :-( - იმედია, დაისჯებიან ეგეთი არასერიოზული მიდგომისთვისა და დაუფასებლობისთვის.
გიორგიპირველი
12:01 25-03-2021
3
ყველაფერიც ნახეს და ყველაფერიც განიხილეს,ეს ვითომ ჰარიარალე მიდგომა საქართველოს ნაკრების მიმართ ბლეფია,შვედეთის ნაკრები და მისი მთავარი მწვრთნელი პროფესიონალები არიან და უგულოდ თუნდაც ხობის გუნდი იყოს არ მიუდგებიან,ამას ჩვენი თვალის ასახვევად შეიძლება ამბობდნენ.
თერჯოლა
13:26 25-03-2021
0

სიახლეები პოპულარული