გურამ კაშია: კარგი მოლოდინი გვაქვს - ზლატანის არ გვეშინია

AutoSharing Option
შვედეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:

"კარგი მოლოდინი გვაქვს. სამწუხაროდ, ახალ მთავარ მწვრთნელს დიდი დრო არ ჰქონია იმისთვის, რათა გუნდი სრულყოფილად მომზადებულიყო, სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ. ცოტა დრო იყო, თუმცა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ახალი მწვრთნელის სისტემა და სათამაშო ტაქტიკა.

ვფიქრობ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. რთულ ჯგუფში ვართ და ხვალაც რთული მეტოქე გვეყოლება, მაგრამ მჯერა, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.

ზლატანის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა. აქამდე რამდენჯერმე
შევხვედრივარ. ჩვენ მისი არ გვეშინია".

მკითხველის კომენტარები / 19 /
საქართველოს ნაკრების კაპიტანია და ცოტა მეტი პატივისცემა გმართებთ უაზრო კომენტარები არ არის საჭირო, ურთულესი მატჩებია გასამართი და განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს კარგი შედეგის მისაღწევად. კარატისტი იბრა მართლაც არ არის საშიში: )) წარმატებები ჩვენს ნაკრებს..
Georgia
10:37 25-03-2021
7
10 წელი გასწავლიდათ ვაისი და ვერაფერი ისწავლეთ და 2 ვარჯიშზე შეისწავლიდით ახალი მწვრთნელის სისტემას და ახალ ტაქტიკას?!
kosta
02:09 25-03-2021
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული