ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გურამ კაშია: მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო

AutoSharing Option
შვედეთთან ნამატჩევს (0:1) საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა:

"პირველ რიგში, მსურს დებიუტანტებს მივულოცო ეროვნულ ნაკრებში გამართული პირველი შეხვედრა. ვთვლი, რომ მათ ძალიან კარგად ითამაშეს. გუნდში ახალი ენერგიაა და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მინიმუმ ქულა უნდა აგვეღო, ამისთვის საკმარისი მომენტები გვქონდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც მწვრთნელს სურდა და ამ ორ დღეში შევისწავლეთ, ყველაფერი მაქსიმალურად გავაკეთეთ. კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და ნაჩვენები შედეგით ბედნიერი არ ვარ".

nakrebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ