გურამ გიორბელიძე: ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 დამარცხდა, ეროვნულ ნაკრებში გამართული სადებიუტო მატჩის შესახებ კი კომენტარი მცველმა გურამ გიორბელიძემ გააკეთა:

"მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო.

შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს. შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიდგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
გურამ, სიმართლე რომ ვთქვა, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი შენი დებიუტით. ასე და უფრო უკეთესადაც გააგრძელე თამაში, გუნდშიც მოიპოვე ადგილი ძირითადში და მაშინ ნაკრების უცვლელი წევრი გახდები. გამართლებას რაც შეეხება, მაგას კლასიც მეტი ჭირდება, რომელიც ჩვენს გუნდს აკლია
fani
26 მარტი 2021 19:04
1
ბრავო გიორბელიძე , ესე სტაბილურად თუ ითამაშებს კლუბშიც , ძირითადიდან ვერავინ ამოაგდებს ვერც ნაკრებში და ვერც ავსტრიაში
ლშა
26 მარტი 2021 16:24
3
ამ დავარდნილთა შორის გამორჩევა ახალგაზრდა ფეხბურთელის Შეფადების კრიტერიუმი ვერ იქნება. ისევე როგორც რპლ-ში წარმატება ტოპ-კლუბის ილუხიად არ უნდა ქმნიდეს.
vaxo
26 მარტი 2021 15:32
6
GIORBELIZE KARGI MCVELIA, MAGRAM NAKREBS CHIRDEBA MAGALI MCVELEBI, STANDARTULEBIS DROS RO SAHAERO BURTEBZE IBRZOLON, DA AXALGAZRDEBI DA ARA ZVELI TAOBIS PEGBURTELEBI.SAERTOD GAMOSACVLELIA MTELI GUNDI MEKARIANAD , ARI NAKREBCHI AXALGAZDA PEGBURTELEBI DA MIECIT CHANSI, DAAMTAVRET NACNOBOBA, XATRI, BIZACHVILOBA, ZVELI GUNDIDAN XVICHAS DA CHENGELIAS GARDA GASACHVEBIA KVELA.DA KIDEV ERTI DA MTAVARI, ACADET SANIOLS TITON MIIGOS GADACKVETILEBEBI.
KUTAISELI
26 მარტი 2021 14:06
13
ამ ბიჭმა გუშინ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. წარმატებები, გურამ!
გიგლია
26 მარტი 2021 13:37
1
ნეტარ არიან მორწმუნენი. წარმატებები
ზორბეგი
26 მარტი 2021 12:49
2
დაკვირვებული ვარ უკვე წლებია ახალი მწვრთნელი მოდის და ეგრევე დაცვის ხაზს ცვლის პრობლემებს დაცვაში ეძებს და გაძლიერებას უკანა ხაზით ცდილობს.იდექი იმ დაცვაში და იყავი რამდენ შეტევას გაძლებ?ერთი მაინც გავა და არაერთი კიდე.იქნებ ამ უბადრუკებს გოლის გატანა ასწავლოს ვინმემ და კარში ორი კვირია უდაბნოში დაკარგულებივით რომ აღარ ურტყან.კატასტროფაა.გოლის გატანა არ იციან საერთოდ.შესრულების დონე არ გვაქვს.
ირაკლი
26 მარტი 2021 11:04
2
გიორბელიძე კარგი იყო, უშიშარი ბოლომდე მებრძოლი, წარმატებები გურამ დებიუტანტის კვალობაზე მაგარი იყავი. მემეწონე ძალიან.
Baduri
26 მარტი 2021 10:46
1
მალადეც კაი კაცი ხარ გურამ მე პირადად გეთანხმები არ გამართლებაში შვედებზე კარგი მომენტები ჩვენ გვქონდა სამწუხაროა რომ ფრე მაინც ვერ წამოვიღეთ
Gio
26 მარტი 2021 10:07
1
აბააა... არც ერთ თამაშში როგორ არ გვიმართლებს უკვე რამდენი წელია!...
გამართლების გარდა სხვაგანაც ხომ არაა პრობლემა, მაგ მიმართულებითაც, რომ იპიქროთ?!...
buba
26 მარტი 2021 08:29
2
შენ რა გინდა დაგიწეროს, ქვილითაია ფეხბურთელი არააო? აბა ის ბურთი როგორ არ უნდა გაეტანა, მეორე რა შეტევა გაანიავა, ამას ქვია რომ გაგვმართლებოდაო.
26 მარტი 2021 12:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული