ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გიორგი ლორიამ ესპანეთთან მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ გააკეთა:

"არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ნაკრებს ვეთამაშებით, ეროვნულ გუნდში სულ ერთნაირი განწყობით ვთამაშობ და ასე იქნება ხვალაც.

ვაისმა თავისი გამოცდილება გაგვიზიარა. მას დიდი წარმატება ჰქონდა მიღწეული და გადმოგვცა ყველაფერი, რაც ჰქონდა.

სასიამოვნოა, ხვალ მაყურებელი რომ იქნება სტადიონზე. იმედი მაქვს, ყველა ერთად შევძლებთ და ხალხს მოგების გემოს დავუბრუნებთ".

ასევე დაგაინტერესებთ