შოთა არველაძე კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეზე, იბრაჰიმოვიჩსა და საქართველოს ნაკრების მოსალოდნელ გამარჯვებაზე საუბრობს

AutoSharing Option
საბერძნეთი-საქართველოს მატჩის წინ ბერძნულ სპორტულ მედიაში დიდი მოლოდინებია. გამოცემა "სპორტ ეფემ" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ფორვარდ შოთა არველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

არველაძის თქმით, რამდენიმე ბერძენ ფეხბურთელთან მეგობრობს:

"ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს "რეინჯერსში" ჩემს თანაგუნდელ სოტირიოს კირიაკოსთან". 

შეგახსენებთ, ბერძენი ფეხბურთელი "ლივერპულშიც" გამოდიოდა.

ყველაზე წარმატებული ქართველი ფორვარდი, რომელსაც ამსტერდამის "აიაქსშიც" უთამაშია, შვედეთის ნაკრების ლეგენდა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე საუბრობს:

"ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით. თავიდანვე ფაქტი იყო, რომ საქმე დიდ ტალანტთან გვქონდა. ზლატანი ძალიან ბევრს შრომობს, დიდი პროფესიონალია და ამ ასაკშიც წარმოუდგენლად თამაშობს".

შოთა
არველაძე, რომელსაც საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრები 1:0 გაიმარჯვებს. ქართველი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად უმუშევარია, საქართველოს დღევანდელი  ნაკრების გამორჩეულ ფეხბურთელებზეც საუბრობს:

"ამ თაობას ორი დიდი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის სახით ჰყავს. მათ დიდი მომავალი ელოდებათ, რადგან უყვართ ფეხბურთი და არ წყვეტენ ბრძოლას.

ჩემი აზრით, 1:0 გავიმარჯვებთ".

წყარო: sport-fm.gr

მკითხველის კომენტარები / 13 /
ბრწყინვალე თაობა გვეზრდება! მადლობა ამ ბიჭებს იმედის და სიამაყის დაბრუნებისთვის...
თემური
01 აპრილი 2021 13:54
0
Ჰა წავაგეთ??? Ვინც ნაკრების პროგრესს ვერ ხედავს ფეხბურჹის ინჩიბინჩი არიცით და კომენტარებს მაინც ნუ წერთ,უნდა ვიამაყოთ ასეთი პატარა ქვეყანა ვართ უამრავ ჭირნახული და თანაბრად ვეთამაშებით მონსტრებს, ქება და ქება ჩვენ ბიჭებს.
Zurxi
01 აპრილი 2021 00:58
1
:) დიდად სასიამოვნოა პატივცემულო თქვენ რასაც წერთ, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, აშკარაა,რომ არაფერი გაგეგებათ ფეხბურთის,საერთოდ ვერ ხედავთ იმ მაიმუნობებს რაც დღდევანდელ ფეხბურთში ხდება.თქვენ ნააზრევს დავიჯერებთ,როდესაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ითამაშებს მსოფლიოსა და ევროპის ჩეპიონატის ფინალურ სტადიაზე.
....
01 აპრილი 2021 04:01
2
ახლა კლოპი კვარას მწვრთნელად გაიჩითოს და მისგან უმაღლესი დონის ფეხბურთელს კი არა ნამდვილ მონსტრს შექმნის. რომელიც სულ დაგეშილი იქნება გოლებზე როგორც ლევანდოვსკი.
roma bejanidze
31 მარტი 2021 22:40
1
ვინც მოგებაზე ან ფრეზე ლაპარაკობს,ფეხბურთის გაგებაში არ არის,სანიოლი არ არის ტრენერი ვერ დაინახეთ?დღეს რაღას იტყვით იბრძოლეს ბიჭებმა და წავაგეთო?
david gurgenidze
31 მარტი 2021 18:10
89
ნეტა მოვიგოტ რო საერტოდ ხმა აგარ ამოიგო
გიორგი
31 მარტი 2021 23:36
0
ეგ ანგარიში ასე დამთავრდეს და 1000 მაგად მიყვარხარ და ასი ათასჯერ შემიყვარდები:))
აჩი**
31 მარტი 2021 17:06
0
ვააბშეტა 3:0 და 300.000 სჯობია...
ვოოტ
31 მარტი 2021 21:28
0
მაინც გადახტომამდე თქვა ჰოპლა,რამდენი ავადმყოფი გვყვავს იქნებ კარგი ექიმი გეგულებათ ვინმეს.
kaxa
31 მარტი 2021 17:05
27
ღმერთმა გისმინოს
ss
31 მარტი 2021 17:01
0
ᲨოᲗამ ანგარიᲨი ვერ გამოიცნო! ᲗამაᲨი დამᲗავრდება Ჩვენი გამარჯვებიᲗ 2:1
ზურა
31 მარტი 2021 16:38
0
არანაირი ლალიგა. პრემიერ ლიგა ან ბუნდესლიგა უფრო გაშლილი თამაშია და სივრცეებიც მეტია ლალიგაში ნემს ვერ ჩააგდებ ყველა ბარსას სტილში უბერავს პასი პასი პასი!!! ლივერპული არსენალი დორტმუნდი
რომა
31 მარტი 2021 16:28
3
კლოპი კვარასგან უმაღლესი დონის ფეხბურთელს შექმნის.
LIVERPOOL
31 მარტი 2021 17:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული